ხუდონჰესი შესაძლოა მთავრობის დაფინანსებით აშენდეს

ნათა ბიწაძე

Newscafe-ს პროექტის "ხუდონი 2014" მომხრეთა არგუმენტებს მოწინააღმდეგეთა არგუმენტი უპირისპირდება: სახელმწიფო უწყებებს არ გააჩნიათ პროექტის მოგება-დანახარჯის ანალიზი, ამიტომ პროექტი სარგებელზე საუბარი - უსაფუძვლოა.

,,კომპანია ამ ეტაპზე ვერც ქონების ღირებულებას ითვლის და ვერც დასაქმებული მუშახელის რაოდენობას, რომელიც ჰესის ექსპლუატაციის ეტაპზე დასაჭირდება“, - აცხადებს ადეიშვილი.

ხუდონჰესის ჰიდროელექტროსადგურის აშენებას მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურზე 1985 წლიდან გეგმავენ. მისი სიმძლავრე 704 მგვტ, ხოლო გამომუშავება წელიწადში 1,5 მილიარდი კვ/სთ-ია. ჰესის მშენებლობას მრავალი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. აქამდე ცნობილი იყო, რომ ხუდონი ინვესტორ კომპანიას უნდა აეშენებინა, თუმცა მთავრობა პროექტის ინვესტორის გარეშე განხორციელებასაც განიხილავს.