აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ რუსეთთან მოკავშირების ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა

ნინო ვარძელაშვილი

მათ მიიღეს ოკუპირებული რეჟიმის პრეზიდენტისთვის, რაულ ხაჯიმბასთვის რეკომენდაციით მიმართვის გადაწყვეტილება, რომ ხაჯიმბამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეციალური სამთავრობო სამუშაო ჯგუფი შეთანხმების აფხაზურ რედაქციას ამზადებს. ეს აფხაზეთის ე.წ კონსტიტუციასთაა გათვალისწინებული.

შეთანხმების პირველივე მუხლის მიხედვით,  მხარეები თანამშრომლობის, ინტეგრაციისა და პარტნიორობის ახალი დონის მისაღწევად აგრძელებენ ორმხრივ ურთიერთობებს.