აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ დაძაბულობაა

ელენე ჩაჩავა

მისივე თქმით, რუსულმა სეპარატისტულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს ცეცხლი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს გაუხსნეს.

ლისენკომ დაადასტურა რუსული დამატებითი სამხედრო ტექნიკის შეყვანაც აღმოსავლეთ უკრაინაში. კონკრეტულად, 32 ტანკი, 16 ჰაუბიცა და 30 სამხედრო-სატვირთო ავტომანქანა. გუშინ, სეპარატისტებმა რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად 3 რადიოლოკაციური სადგურიც დაამონტაჟეს.

უკრაინის საზღვართან მძიმე სამხედრო ტექნიკის ლოკაცია რუსეთმა 5 ნოემბერს დაიწყო.

დიდძალი ოდენობით ტექნიკის მობილიზებაზე ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმაც გააკეთა განცხადება, თუმცა რუსულმა მხარემ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.