Newscafe

დღეს როკის გვირაბი იხსნება

ელენე ჩაჩავა

როკის გვირაბის რეკონსტრუქციული სამუშაობები დასრულდა. გვირაბი 2010 წლის დეკემბრიდან დაკეტილი იყო და დღეს საზეიმოდ გაიხსნება. 

 

როკის გვირაბი სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს და ერთადერთია მაგისტრალზე. 

გვირაბი საბჭოთა პერიოდში, 1985 წელს აშენდა. გვირაბი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მდებარეობს და 3600 მეტრი სიგრძისაა. 

გვირაბის საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით ტრანსკავკასიური მაფისტრალზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 

ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ ოფიციალური პირები სამხრეთ ოსეთიდან და რუსეთის ფედერაციიდან.