ბაჩო ახალაიას თავისუფლება 7 1/2 წლით აღეკვეთა

თამთა თვალავაძე

ახალაია დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა. მას ბრალი ასევე გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირებისთვის საპყრობილეში შეღავათიანი პირობების შექმნისთვის  წარუდგინეს.

ახალაიას ბრალი სამსახურებრივი  უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენებისა (332-ე მუხლი) და წამებისთვის ( 144-ე მუხლი) მიესაჯა.

მოსამართლე ბესიკ ბუგიშვილის გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ბრალდებულდებულებს ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს 11 წლით პატიმრობა, ძებნილ მეგის ქარდავას კი 7 წლით და 6 თვით აღეკვეთათ  თავისუფლება.