ნობელიანტი ქიმიკოსები

თეონა გოდერძიშვილი

გამარჯვებულის ტიტული მათ მაღალი გაფართოების ფლუორესცენტული მიკროსკოპის შექმნისთვის დაიმსახურეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “ბიბისი” ავრცელებს.

 

სამი გამარჯვებული საპრიზო თანხას - რვა მილიონ კრონს გაიყოფს.

 

პრემიის მფლობელები, ერიკ ბეზიგი, სტეფან ჰელი და უილიამ მორნერი, შვედეთში, პრეს კონფერენციაზე დაასახელეს. როგორც ნობელის ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება 1901-დან 2014-წლამდე ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ას ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა. აქედან მხოლოდ ოთხია ქალი.

 

ქიმიკოსი ფრედერიკ სანჯერი ნობელიანტი ორჯერ გახდა - პირველად 1958, მეორედ კი 1980 წლებში. ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი ოცდათხუთმეტი წლის ფრედერიკ ჯოლიოტი კომისიამ 1935 წელს დააჯილდოვა.

 

ქიმიის დარგში ნობელის პრემიის უხუცესი ლაურეატი 2002 წელს, ოთხმოცდახუთი წლის ჯონ ბენი გახდა.