ორიგინალები კინოფონდს უბრუნდება

თეონა გოდერძიშვილი

მემორანდუმს ხელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და "გოსფილმოფონდის" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ბოროდაჩევმა მოაწერეს.

მიხეილ გორგაძე ამბობს, რომ მოლაპარაკება "გოსფილმოფონდში" დაცული ქართული კინოფირების გადმოცემის შესახებ 20 წელი გრძელდებოდა. თუმცა, საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მოეწერა ხელი.

როგორც კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტური არქივის დირექტორის მოადგილე ნინო ძანძავა ამბობს, “საბჭოთა პერიოდში შექმნილი ყველა ფილმის (მათ შორის ანიმაციების) ორიგინალი ვერსიები რუსეთში იგზავნებოდა. იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, მათი ასლებია. გადმოსაცემი ფილმების რიცხვი, ანიმაციურის ჩათვლით, ათასამდე აღწევს”.

მინისტრი ამბობს, რომ სამუშაოები 2015 წლიდან დაიწყება და რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება.