Newscafe

უკრაინელი სამხედროები ყირიმს ტოვებენ

რუსული ბიბისის ინფორმაციით, ის სამხედროები, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გაგრძელება სურთ, ყირიმის დასატოვებლად ემზადებიან. ამჟამად სევასტოპოლში სარეგისტრაციო პუნქტია გახსნილი, სადაც უკვე ორიათასამდე სამხედრო ყირიმის დატოვების მიზნით დარეგისტრირდა.