თბილისის მერიამ უძველესი შენობის დემონტაჟი ბრძანა

ქრისტინა ფარჯიანი ; მაია გულისაშვილი

 მომიტინგეებმა მერიის მიერ გაცემული ბრძანება გააპროტესტეს, რომელიც ბაღთან არსებული ერთ-ერთი უძველესი შენობის დემონტაჟს ეხება. დემონსტრაციის ფარგლებში ძველი თბილისის ამსახველი ფოტო გამოფენაც მოეწყო. აქციის მონაწილეები, რომლებმაც ფოტოებზე გამოსახული ადგილები გამოიცნეს, ორგანიზატორებმა სურათებით დაასაჩუქრეს.