თბილისის "ფოტოფესტივალი 2013"

სალომე შიხაშვილი; მაგდა წიკლაური

ფესტივალი პირველად 2010 წელს გაიმართა, 2013 წელს უკვე მეოთხედ ტარდება. 28 მაისს ლეღვთხევის ტერიტორიაზე გაიმართა გამოფენა სახელწოდებით "ტრანსგრესია I: მამაკაცის მომავალი." გამოფენაზე სამი ქალი ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი: იუსტინა მელნიკევიჩი, დანა პოპა, ნევშა თავაქოლიანი.