NEWCOMERS 2012 განახლებული ფორმატით ჩატარდა

ქეთი ჟვანია ; ქეთევან დალაქიშვილი

"Tbilisi Newcomers" წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩეოდა. კონკურსში 10 განსხვავებული სტილისა და მუსიკალური მიმდინარეობის ჯგუფი მონაწილეობდა. მოყვარულებს როკის, ინდის, ელექტრონული თუ ალტერნატიული მუსიკის მოსმენა ერთდროულად შეეძლოთ. გამოცდილებთან ერთად ფესტივალში დამწყები ჯგუფებიც ჩაერთვნენ, გამარჯვებული კი "Tbilisi Open Air"- ზე დაუკრავს.