10 მილიონზე მეტი დონორებისგან

სულიდინ ბაგიროვი

“ქართულ ოცნებას” 8 მილიონ ლარზე მეტი (80%) კერძო პირებმა შესწირეს, 32 იურიდიული პირისგან მიღებული თანხა კი,  მხოლოდ 20 პროცენტს შეადგენს და 2 მილიონ ლარს სცდება - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა.  

"ქართულ ოცნებას" შემომწირველების სიაში, “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” (609,969 ლარი) მოსდევს. სიაში მესამე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა"(48,261); შემდეგი - პატრიოტთა ალიანსი (28,187 ლარი) და ბოლოს დამოუკიდებელი კანდიდატი - ალექსანდრე ელისაშვილი.

"ქართულმა ოცნებამ" 16-ჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო ვიდრე სიაში მეორემ - “ევროპულმა საქართველომ”. მეტიც, მმართველ პარტიას 12-ჯერ მეტი შესწირეს, ვიდრე ყველა სხვა კანდიდატს ჯამში.

ანგარიშში ასევე ჩანს კერძო შემომწირველების კავშირები ბიზნეს კომპანიებთან.

643 კერძო შემომწირველიდან ნახევარზე მეტი 818 ბიზნეს კომპანიასთანაა დაკავშირებული. აქედან, 70 კომპანიას ერთხელ მაინც აქვს გაფორმებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება 2017 წელს. მაგალითად, შემომწირველებმა პარტიას 1 მლნ ლარზე მეტი გადაურიცხეს, მათმა კომპანიებმა, კი ამავე დროს, დაახლოებით 2,5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები გააფორმეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიების უმრავლესობა მმართველ პარტიას უჭერს მხარს.

ოცდათორმეტი კომპანიდან ოცდათერთმეტისაგან შემოწირულობა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო.  მხოლოდ ერთმა კომპანიამ გადაურიცხა 90 ლარი “პატრიოტთა ალიანსს”. შვიდი მსხვილი კომპანიიდან თითოეულმა: შპს "ჯი-ემ-პი", შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა", შპს "ლიონი", "თეგეტა მოტორსი", "DETI", პარტნიორი "MEEKI" ყველაზე მსხვილი დონორები იყვნენ - “ქართულ ოცნებას” 120,000 ლარი გადაურიცხა.

"ქართული ოცნების" 31 დონორიდან 15-მა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღო 2017 წელს. კონტრაქტების საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება. კვლევის პერიოდში ამავე კომპანიებმა მმართველ პარტიას 1 მილიონ ლარზე მეტი დაახარჯეს. "თეგეტა მოტორსმა" მმართველ პარტიას 120 000 ლარი გამოუყო. კომპანიის ერთ-ერტმა აქციონერმა, ზაურ ცხადაძემ პარტიას დამატებით 60 000 ლარი გადასცა. წელს კომპანიამ ხელი მოაწერა 1,539 გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელთა საერთო ღირებულება 1,500,000 ლარს შეადგენს. კომპანია “ცეკურმა” მმართველ პარტიას 40 000 ლარის შემოწირულობა გადაურიცხა. ამავე კომპანიამ კი, 2017 წელს, სახელმწიფოსთან 400 000 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა.