Dr. Love

თინათინ კერესელიძე

ზოგი ფიქრობს, რომ გრაფიტი დესტრუქციულია, ზოგისთვის ეს გამოხატვის ფორმაა, რომელშიც კონკრეტული მესიჯები იკითხება. სტრიტ არტისტებისთვის ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალური კედლებია გამოყოფილი და მათი გამოფენები ეწყობა. შენთვის რა არის ქუჩის მხატვრობა, უბრალო გართობის ფორმა თუ გამოხატვის საშუალება?

 

მე ძირითადად სტენსილებს ვაკეთებ. გრაფიტისგან განსხვავებით აქ ფოტოს ჯერ ამუშავებ ან ხატავ, ჭრი ქაღალდზე და შემდეგ გადაგყავს კედელზე. გრაფიტის 80% კი სიტყვების თავისებურად წერაა. ეს უფრო ნაკლებად შეიცავს რაიმე შინაარს. სოციალური მესიჯები სტენსილებში იკითხება. ორივე სტრიტ არტის ფორმაა და ერთმანეთისგან მხოლოდ ტექნიკურად განსხვავდება. ჩემთვის ეს არის საშუალება რომ გავცდე ფეისბუქის კედელს, სამეგობრო წრეს და მეტ ადამიანს მივუტანო ჩემი სათქმელი. მიუხედავად იმისა რომ ზოგისთვის ის დღესაც ვანდალიზმად რჩება, ტექნიკა იმდენად დაიხვეწა და განვითარდა, რომ ფესტივალები ეწყობა, შემდეგ კი საკმაოდ სოლიდურ თანხად იყიდება. ჩემთვის სტრიტ არტი პროტესტის ფორმაა.

 

სტრიტ არტი კანონითაც ისჯება. რამდენად საინტერესოა არტისტისთვის დახარჯოს დრო, ფული და ენერგია იმაზე რასაც გადაღებავენ, გადაჯღაბნიან ან გააფუჭებენ, მოკლედ მის შრომას წყალში ჩაყრიან?

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოხატვაზე გარკვეული ჯარიმებია, მაგრამ ასეთი შემთხვევაზე ჯერ არ მსმენია. აქ ისეთი არეულია კანონიც და სიტუაციაც, ახალაშენებული სახლების ნახევარზე მეტი, ყველანაირი წესების დარღვევით აუშნოვებს ქუჩის ირესახეს. რომ მოვხატო უფრო ლამაზი იქნება. ეს კანონები არც პატრულის თამაშრომლება იციან წესიერად, ვიღაცამ შეიძლება დამაჯარიმოს, ვიღაცამ არა.

რაც შეეხება სტენსილების გადაღებვს, მიხარია და კარგია როცა ფიდბექი მაქვს, თუ ვინმემ გადაღება ან გააქრო, ეს იმას ნიშნავს რომ მწვავე თემას შევეხე. ამაში განსაკუთრებული არაფერია. მე კი არა, ბენკსის ნამუშევრებს ღებავნ ან აფუჭებენ. რა თქმა უნდა, მირჩევნია დიდხანს დარჩეს, თორემ გატყდომით არ მიტყდება.


როდის დახატე პირველად, რას აპროტესტებდი მაშინ?

 

დაახლოებით 4 წლის წინ მეგობრებისთვის მაისურებზე დავიწყე ხატვა. სერიოზულად პირველად ირაკლი ჩარკვიანის სტენსილი გავაკეთე, მისსივე არკაში 50 წლის საღამოსთან დაკავშირებით. მას მერე 2-3 წელია ვაქტიურობ.უახლოეს მომავალში მთლიანად კორპუსების მოხატვა მაქვს გეგმაში და სახელოსნოს ვეძებ, რადგან სახლის პირობებში მუშაობა შეუძლებელია. წელიწადნაევრის წინ გერმანიაში 4 სხვა არტისტთან ერთად გამოფენა გაყიდვაც მქონდა და იგივეს გაკეთებას თბილისშიც ვაპირებ.

დღეს სტრიტ არტი დაიხვეწა და რეკლამის ფორმადაც იქცა. ძალიან ხშირად მირეკავენ და მიკვეთავენ. მერიიდანაც მქონდა შემოთავაზება მაგრამ არ მომწონს მათი პირობები.არ მომწონს არც შინაარსი და არც ის რომ მზღუდავენ. მერიის დაკვეთის შესრულება კი არ ტეხავს, უბრალოდ კონკრეტულ მითითებებს რომ გაძლევენ არ არის სწორი. ათასიდან ათს ვთანხმდები. ვმუშაობ და ჩემთვის სტენსილი შემოსავლის წყარო არ არის. ასე რომ, თუ პირობები არ მომწონს, დამკვეთთან არ ვითანამშრობლებ. თუმცა, საერთო ჯამში, ქალაქში ივენთებისთვის უფრო ხშირად ხატავენ. ვინც არ მუშაობს, მათ უფრო უწევთ კომპრომისზე წასვლა. იაფი სამუშაო არაა, ერთადერთი საღებავების მაღაზიაა და საშუალო ზომისს სტენსილის გაკეთება ათას ლარამდე თანხა ჯდება.

 

თემებს როგორ არჩევ? რა გაძლევს ინსპირაციას?

 

თემის არჩევა ზოგადად პრობლემაა. ჩვენს საზოგადოებაში აქტუალური თემები გადაღეჭილია. აღარ მინდა ხოლმე იგივ გავიმეორო, უარესად გავაღიზიანო ხალხი. ვცდილობ ჩემს სტენსილებში პოზიტიური მესიჯები ჩავდო. ახლა ბევრი იდეა დამიგროვდა და ერთი ქალაქში გასვლა დამრჩა რომ დავხატო.

 

როგორი ქალაქია შენთვის თბილისი?

 

არ არის კარგი ქალაქი, მარტო კედლების გამო არა, ზოგადად არ არის. არც ხალხი ვარგა. აი, მაგალითად წავლენ ევროპაში, მოსწონთ მწვანე ბალახი, სუფთა პარკი, იქ თავადაც ევროპელებივით იქცევიან, მაგრამ ჩამოვლენ და ავიწყდებათ.Nნაგავი კი არა, პარკი აღარ დარჩა ამ სასტუმროების და რესტორნების გადამკიდე. ევროპაში ყველა კარგ ხასიათზეა, აქ კიდე, პირიქით.


შენი აზრით დედამიწის დასასრული როგორ დადგება?

 

ალბათ ისე, როგორც აპოკალიპტურ ფილებში გვინახავს, ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად მომაკვდინებელი ვირუსები გავრცელდება და კაცობრიობაც გადაშენდება. სიცოცხლე ალბათ რომელიმე მეგობარ სისტემაში გაგრძელდება, ოღონდ არა მაინცდამაინც ადამიანებით. ისე კი, მგონია მაგ ფაზაში შევდგით უკვე ფეხი.