უსახლკარობა ქალაქში

ნინო ვარძელაშვილი; გიორგი ფარქოსაძე

2016 წელს მერიის ინიციატივით მიუსაფართათვის კაპიტალური თავშესაფარი აშენდება, თუმცა მანამდე ისევ კარვებში მოუწევთ დარჩენა წვიმის, სიცივის, ტალახის და უჰაერობის პირისპირ.

უსახლკაროთა პრობლემა მხოლოდ კარვების ქალაქით არ შემოიფარგლება. თბილისის სხვადასხვა შენობაში თვითნებურად შეჭრილი ათობით ოჯახიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. უშუქობა, უშეშობა, ანტისანიტარია და შეუფერებელი საცხოვრებელი პირობები მათი ყოველდღიური საფიქრალია, რასაც ემატება გამოსახლების და ღია ცის ქვეშ მცირეწლოვან შვილებთან ერთად დარჩენის მუდმივი შიში.

სახელმწიფო პრობლემის მასშტაბურას აღიარებს, მის გადასაჭრელად გარკვეული სტრატეგიის შემუშავებაზე ფიქრობს, თუმცა კონკრეტულ ვადებსა  და ნაბიჯებს ვერ ასახელებს.