ახალი სასწავლო წლის და რექტორის მოლოდინში

გიორგი პარქოსაძე

სამხატვრო აკადემიის სტუდენტები წლებია რექტორატისაგან რადიკალურ რეფორმებს ითხოვენ. მათ არ მოსწონთ სწავლების მოძველებული მეთოდები და გამოსავალს სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებებში ხედავენ. მათი აზრით, სისტემის შესაცვლელად ახალი რექტორი და ახალი ხედვებია საჭირო.

ამ დროისთვის პროტესტის მთავარი მიზეზი აკადემიის წესდებაში სექტემბერში შეტანილი ცვლილებაა. ცვლილების მიხედვით რექტორობა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორებს შეუძლიათ. სტუდენტების აზრით, ეს პუნქტი ზღუდავს თავისუფალ არჩევანს და მიმართულია მათთვის სასურველი რექტორობის კანდიდატების წინააღმდეგ.

"სულ რომ ენდი ვორჰოლმა მოინდომოს რექტორობა, მონაწილეობის უფლებასაც კი არ მისცემენ", ამბობენ ისინი.