დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის შესახებ

თეონა გოდერძიშვილი

დასკვნის შესახებ ინფორმაცია მცირეწლოვანის მამამ ავთანდილ ნიშნიანიძემ გაავრცელა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ «სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორი სისხლნაჟღენთი და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე".

ავთანდილ ნიშნიაძის თქმით, გავრცელებული იფორმაცია, თითქოს,   ბავშვს დაზიანება ფონეიდოსკოპით მიაყენეს სიმართლეს არ შეიძლება, შეესაბამებოდეს. 

«ექსპერტმა მითხრა, რომ საფეთქლის არეში მიყენებული დაზიანება ფონეიდოსკოპით არ შეიძლება იყოს მიყენებული», ამბობს ნიშნიანიძე.

4 წლის ნიშნიანიძეს, რომელსაც აუტისტური სპექტირის აშლილობა აქვს დაზიანებები ბაღში 26 სექტემბერს მიაყენეს. 

მშობლების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ცემის მუხლით უკვე დაწყებულია. ბავშვს «სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში» ჩაუტარდა. შედეგები ერთ თვეში გახდება ცნობილი.