ტურიზმი საქართველოში

ელენე მახარობლიშვილი

2014 წელს, პირველი 4 თვის განმავლობაში, საქართველოს 1 396 952 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. აღნიშნული მაჩვენებელი 7%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ყველაზე ხშირად მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობენ. მათი რაოდენობა საერთო ჯამში ტურისტების  86% შეადგენს. შემდეგ მოდის ევროპა 9.6%, აზია 3%, ამერიკა 1%, მათ მოსდევთ მსოფლიოს დანარჩენი ქყეყნები.

2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი ტურისტი თბილისსა და ბათუმს სტუმრობს.

იმის გასარკევევად თუ რომელი რეგიონეიტ ინტერესტებიან ტურისტები საქართველოში news-café.gipa.ge-მ სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებში გამოკითხვა ჩაატარა.

სვანეთი- 

 

 

როგორც აღმოჩნდა მთის მოყვარულთთვის სვანეთი ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს საქართველოში. განსაკუთრებულ აღფრთოვანებას ტურისტებში მესტია და უშგული იწვევს თავისი სვანური კოშკებითა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებით.

სვანეთი საქართველოს ტერიტორიის 10.6 %მოიცავს. იგი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. სვანეთის ფოლკლორული მასალა კუთხის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ერთეულს წარმოადგენს.  მასში შედის მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპისიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

სამეგრელო ზემო სვანეთის ტერიტორიაზე ტურისტს ასეულობით კულტურული ძეგლის მონახულება შეუძლია. მათ შორის უცხოელებისთვის ყველაზე მიმდველია: სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

 

 

შატილი-მუცო 

 

 

ტერიტორია ზღვის დონიდან 2000-3000 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ციხექალაქი შატილი 10-11 საუკუნის კულტურულ და ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს. ციხე ქალაქს საქართველოსთვის სტრატეგიული დანიშნულებაც აქვს. იგი არღუნის ვიწრო ხეობას კეტავს და აკონტროლებსჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდა და დაღესტნიდან შემომავალ გზებს. 

 

 

ბათუმი

 

ზღვის მოყვარული ტურისტებისთვის ბათუმი უკონკურენტო ქალაქის სტატუსს ინარჩუნებს. იგი თბილისიდან 350 კმ დაშორებით მდებარეობს.  იგი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია. ბატუმში ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებია, ბათუმის ბოტანიკური პარკი, დელფინარიუმი, ბათუმის რივიერა.

 

 

სიღნაღი

სიღნაღი ქალაქად 17-ე საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. სიღნაღს გარს აკრავს გალავანი, რომელიც მეორეა ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ. გალავანი 28 კოშკისგან შედგება და მისი სიგრძე 4 კმ-ია.

საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურიზმის სფეროს ბიუჯეტი 2014 წლისთვის 12 653 000 ლარს შეადგენს. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განსავითარებლად, რათა ტურისტების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კომფორტული დასვენების პირობები იყოს საქართველოში შექმნილი.