ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები

ელენე მახარობლიშვილი

ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ news-café.gipa.ge, ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელს, გორგი გაბრიჩიძეს ესაუბრა.

1.  ბოლო წლების მონაცემებით რა ტენდენციები შეინიშნება ტურიზმის სფეროში?

2014 წლის პირველ 4 თვეში საქართველოს 1 396 952 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. რაც 7%–ით მეტია  წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

2013 წლის  თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5 392 303 შეადგინა, რაც 22%–ით მეტია  2012 წლის  ანალოგიურ მაჩვენებელზე.  ზრდის ტემპის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

2.  რომელი პერიოდია საქართველოში ტურისტულად ყველაზე აქტიური?

ბოლო სამი  წლის სტატისტიკის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურების უდიდესი ნაწილი საქართველოს ივლისსა და აგვისტოში სტუმრობს.თუმცა, რათქმაუნდა არიან მოგზაურები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას წელიწადის სხვა თვვებშიც სტუმრობენ. ასევე ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება ზამთრის კურორტები საქართველოში.

 

3.   ტურისტების უმეტესი ნაწილი მსოფლიოს რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ საქართველოს?

მთლიანი საერთაშორისო მოგზაურების უდიდესი ნაწილი 88% საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობს (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი).

 

4.    საქართველოს რომელი რეგიონებია ყველაზე უფრო მონახულებადი?

 

2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად ყველაზე ხშირად მონახულებადი ტურისტულს მიეკუთვნება: თბილისი, ბათუმი, მარნეული, ყაზბეგი, რუსთავი, ქობულეთი, მცხეთა და ა.შ.

5.    რა თანხაა წელს ტურიზმის სფეროს დასაფინანსებლად გამოყოფილი?

2012 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი  11 370 400ლარს შეადგენდა, 2013 წელს 6 397 200 ლარს,2014 წელს კი 12 653 00 ლარია გამოყოფილი.

6.  კონკრეტულად რა მიმართულებებისთვის არის ეს თანხა გამოყოფილი?

ესენია:ტურისტულინაკადებისგაზრდაზეზრუნვა,  ტურისტულიინფრასტრუქტურისმოწესრიგება, (ამშემთხვევაშითვითონტურიზმისადმინისტრაციაგანახორციელებსმცირეპროექტებს.)

ტურისტული საინფორმაციო ცენტრების გახსნა,

მომსახურეობის ხარისხის გაზრდა,

მარკეტინგული აქტივობები საერთაშორისო და შიდა ბაზარზე,

გაცნობითი და პრესს ტურების ორგანიზება,  

სარეკლამო კამპანიებს შიდა და საერთაშორიო ბაზრებზე,

საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში  მონაწილეობის მიღება,

7.   რა ტენდენციები შეინიშნება ტურიზმის სფეროში?


ტურიზმის სფერო შეუფერხებლად მიიწევს წინ, ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ამასთან, 2015 წელს თბილისი უეფას სუპერთასის ფინალს უმასპინძებს.  ასევე  გაიმართება ახალგაზრდული ოლიმპიადა. ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქი  მხოლოდ  ოლიმპიადის გამართვის ფარგლებში უმასპინძლებს 10 000 ვიზიტორს, საიდანაც  დაახლოებით 5000 გაჩერდება საშუალო კლასის სასტუმროში და დაახლოებით 200 ვიზიტორი მაღალი კლასისი სასტუმროს აირჩევს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს,რომ თბილისში ამჟამად 5011 საწოლი ადგილია (სასტუმრო სახლებისა და საოჯახო სასტუმროების ჩათვლით), აუცილებელი ხდება სასტუმროების მშენებლობაში ახალი ინვესტიციების ჩადება, რათა შეივსოს დეფიციტი მიწოდებაში.