TBILISI FLEA MARKET

თინათინ კერესელიძე

ტერიტორია დღის პირველიდან საღამოს შვიდ საათამდე ნელ ნელა ივსება და უკვე შუადღეს

დახლებთან ადამიანების ტევა აღარ არის.

 ხიდან ხემდე გაბმულ თოკებზე ჭრელი ზედები, ვინტაჟური კაბები, ჯინსები, ჩანთები და სხვა მეორეადი ტანსაცმელი თუ ნივთები კიდია.

შესასვლელში მე-10 კლასელების, თეონა თოიძისა და ანასტასია კვაჭახაძის, ფუნჯით შესრულებული ნახატებია გამოფენილი. მოკლედ შეჭრილი ვარცხნილობებით, გოგონები ბალახზე სხედან. ერთს თეთრი მაისური და ჯინსები აცვია, მეორეს შავი, წარწერებიანი ზედა და რუხი შორტები. მათ პირდაპირ სამკაულები აწყვია, სამკაულების გვერდით ხელნაკეთი ბლოკნოტები. ბაზრობის მეორე ბოლოში, დაახლოებით 25 წლის ბიჭი, კუსტარულად დამზადებულ, ხის ფიცარზე გადაყვანილ beatles-ის, pink floyd-ის და სხვა ჯგუფების პოსტერებს ყიდის. ხის სურათ-პოსტერებს საჩუქრად 7-8 წლის ბავშვების ზომის, ამავე ჯგუფების ფოტებიანი თეთრი მაისურები მოყვება. ეს დახლიც ძირს, პირდაპირ ბალახზეა გაშლილი. მის გვერდით 24 წლის მებო ნუცუბიძე, ჰავაურ უკულელეზე (ერთგვარი გიტარა, ზომით ჩვეულებრივზე პატარა) უკრავს და გამვლელების ყურადღებას ცოცხალი მუსიკალური შესრულებით იზიდავს.

 ძველმანების, ხელნაკეთი აქსესუარების, ვინილების და სხვა ნივთების გარდა დახლებთან საჭმელ-სასმელიც საკმარისადაა. flea market-ზე წარმოდგენილია “ბებიაჩემის ცივი კომპოტი”, ალკოჰოლური “მეობა” 2 ლარად, სხვა პერსონალური რეცეპტებით დამზადებული კოქტეილები,  ჰამბურგერები, ორცხობილები და ა.შ.

 პარკის სტუმრები ფიქრობენ რომ აქ ძალინ კარგი გარემოა. მათი თქმით Flea Market-ზე თავისუფალი აზროვნების ახალგაზრდები იკრიბებიან. მონაწილეებს სახლებიდან სხვადასხვა ნივთები მოაქვთ და შესაბამის ფასებში ჰყიდიან. დანარჩენები სეირნობენ, ზოგიერთებს კი პლედები აქვთ გაშლილი და დედა ენის ბაღში მეგობრებთან, შინაურ ცხოველებთან, წიგნებთან ან პატარა ბავშვებთან ერთად უბრალოდ ბაზრობის რია-რიას აკვირდებიან.

 Flea Market-ის ორგანიზატორები ამბობენ რომ ადამიანების ასეთ ნაკადს არ ელოდნენ. პირველ დღეს დედა ენის ბაღში 500-მდე სტუმარი ყავდათ, გასულ კვირას უკვე 1500-მდე გაივსო. ძველმნების ბაზრობა იქამდე გაგრძელდება სანამ თბილისში ამინდები არ აირევა.

თბილისის “ძველმანების ბაზრობა” ჯაზ ფესტივალისთვის ბათუმში გადაინავლებს და რამდეიმე კვირა იქ დარჩება.

 

2.jpg

 

3.jpg

 

4.jpg

 

5.jpg