როგორ ვისწავლოთ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში დისტანციურად

ელენე მახარობლიშვილი

ანი მაჭარაშვილი 20 წლისაა. 2 წლის წინ ვირჯინიის უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის კურსი ისე დაამთავრა, რომ ვირჯინიის შტატში არასოდეს ყოფილა. ახლა პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს - საკუთარი ოთახიდან გაუსვლელად.  

პირველი დისტანციური კურსი 1700 წელს დაინერგა. იმ დროს საკომუნიკაციო არხის ფუნქციას ფოსტა ასრულებდა. მაშინდელ სტუდენტებს სწავლა ბროშურებიდან და პატარ-პატარა სახელმძღვანელოებიდან უწევდათ. სპეციალურ ლიტერატურას სხვადასხვა მისამართზე  ფოსტით გზავნიდნენ. მოსწავლეებს არ ჰქონდათ დავალებები, სტუდენტები მხოლოდ ენთუზიაზმზე იყვნენ დამოკიდებულნი. საკითხავ მასალას რომ ამოწურავდნენ ლექტორებს ფოსტით ატყობინებდნენ და ლიტერატურას უკან გზავნიდნენ. ფოსტას ახალი საკითხავი მასალა მოჰქონდა. ინტერნეტმა ეს პროცესი გაცილებით მოქნილი გახადა. 1995 წლიდან ონლაინ სწავლების მეთოდით უკვე ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხის მინიჭებაც შესაძლებელი გახდა. 

დღეს დისტანციური სწავლების მეთოდი  არაერთ ქვეყანაშია პოპულარული. მსგავსი მეთოდით კურსების გავლა  მსოფლიოს ასამდე წამყვან უნივერსიტეტშია შესაძლებელი. მათ შორის ბერკლის, სტენფორდის, ჰარვარდის, კაროლინას და სხვა უნივერსიტეტები.

არსებობს უამრავი პროფესიული კოლეჯი, რომელიც სხვადასხვა ფასიან და უფასო სპეციალიზებულ ონლაინ კურსებს სთავაზობენ. 

”უნივერსიტეტში სწავლის დონე არ მაკმაყოფილებს. მინდოდა გამომეცადა როგორია სწავლა საზღვარგარეთ, თუნდაც ონლაინ კურსით. როგორც მოველოდი ისე მასწავლიან, უკეთესადაც! სამეცადინო ბევრია, მაგრამ იმდენად საინტერესო ლექციებია, დროის შეგრძნებას ვკარგავ.“-ამბობს ანი.

 

გზაში, ტრანსპორტში დრო არ ეკარგება. ფიქრობს, რომ სახლში კომფორტულად მოკალათებულსაც შეუძლია იგივე ხარისხის განათლება მიიღოს, რაც უნივერსიტეტში ფიზიკურად ყოფნისას. სტუდენტები წიგნებს ონლაინ ბიბლიოთეკიდან იწერენ.

რეგისტრაციის შემდეგ სტუდენტი ვირტუალური აუდიტორიის ერთ-ერთი წევრი ხდება. მას საკუთარი სახელი და პაროლი აქვს, რომლითაც ამ აუდოტორიაში ნებისმიერ დროს შედის. გვერდზე თანმიმდევრობით არის დალაგებული ლექციები, რომლებიც თავის მხრივ ვიდეო და ბეჭდურ მასალას მოიცავს. იქვეა სილაბუსი, დავალებები, დედლაინები. ყოველი მომდევნო დედლაინის მოახლოებისას გვერდი თავად აფრთხილებს სტუდენტს. ონლაინ ფორუმზე სტუდენტები საკუთარ შეხედულებებს უზიარებენ ერთმანეთს. ფორუმზე აქტიურობა ხშირად შესასრულებელი დავალების ნაწილია და მასში სტუდენტს ქულა ენიჭება.

საგამოცდო ტესტები კი მთლიანად ანალიზზეა დაყრდნობილი. ამისათვის სტუდენტს  წაკითხული და მოსმენილი უნდა ჰქონდეს განვლილი მასალა, რომ მისი ზუსტი გაააზრება შეძლოს. 

დისტანციური სწავლების ტიპები

არსებობს სამი ტიპის დისტანციური სწავლების მეთოდი. 

ონლაინ მეთოდი - ამ დროს ლექტორი სტუდენტებს ეკონტაქტება მხოლოდ წერილობითი და/ან ვიდეო ლექციების ჩანაწერების მეშვეობით. კვირაში ერთხელ ლექტორი აუდიტორიაში მიდის და ვიდეო ფირზე ლექციას წერს. საიტზე ატვირთული ლექციების ნახვა მხოლოდ რეგისტრირებულ სტუდენტებს შეუძლიათ. თუ სტუდენტს კითხვა გაუჩნდება ლექტორს ისევ ონლაინ მისწერს, პასუხსაც იგივე გზით, მოგვიანებით მიიღებს.

ლაივ კონფერენციის მეთოდი - ამ შემთხვევაში სილაბუსით წინასწარ განსაზღვრულია ლექციის დრო და ამ დროს პირდაპირი გადაცემის სიხშირით, ე.წ ლაივ სტრიმით მიმდინარეობს ლექცია. ამ დროს სტუდენტს შეუძლია დაუსვას კითხვა ლექტორს და დაუყოვნებლივ მიიღოს მისგან პასუხი. თუმცა სწავლების ეს მეთოდი ნაკლებად ხელსაყრელია მათთვის, ვინც ადგილზე სწავლას და ლექციებზე დასწრებას დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებს.

ჰიბრიდული კურსი - ზედა ორივე მეთოდის შერწყმაა. ანუ ჰიბრიდული კურსის არჩევის შემთხვევაში სტუდენტებს ნაწილი ლექციების მოსმენა ჩანაწერების, ნაწილი კი ლაივ კონფერენციების სახით შეუძლიათ.

მოკლე კურსების გარდა, ონლაინ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მიღებაც შეიძლება. ამ შემთხვევაში სწავლის საფასური თითქმის იგივეა  რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში ან უფრო ძვირია. უნივერსიტეტებს გააჩნია. არსებობს უნივერსიტეტები, რომლებიც ისევე აფინანსებენ ონლაინ სწავლების პროგრამებს. ამისთვის საჭიროა დამფინანსებელ ორგანიზაციაში ან უშუალოდ უნივერსიტეტში დაფინანასების მოპოვების შესახებ აპლიკაციის ფორმის შევსება.

კენდრა ოლბრაიტი 17 წელია, რაც სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში ონლაინ ლექციებს კითხულობს. მისი სალექციო საათები სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ყოველდღიურად სტუდენტებთან ვირტუალურ სივრცეში უწევს მუშაობა. პროფესორი ამბობს, რომ ასეთი ფორმით აუდიტორიასთან ურთიერთობა მას არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. პირიქით, ონლაინ სივრცეში მას სტუდენტებთან უფრო ახლო და მეგობრული დამოკიდებულება აქვს. 

„ვირტუალური ურთიერთობა უფრო ბუნებრივი, გულახდილია ხოლმე. ასეთ დროს სტუდენტები უფრო მეტად ხდებიან ჩემი მეგობრები და მე მათი. ხშირად ხდება, რომ მათი ცხოვრების ისეთი დეტალები ვიცი, რაც შეიძლება ბევრმა მათმა ახლობელმა არ იცოდეს. დისტანციაზე კომუნიკაცია სულაც არ ქმნის ბარიერს  მეორე ადამიანთა ურთიერთობისას.“

დისტანციურ სწავლებას უმეტეს შემთხვევაში ისეთი ადამიანები ირჩევენ, ვისაც ქვეყნიდან გასვლა არ შეუძლია, ან უბრალოდ ლექციებზე სიარულის დრო არ აქვს.

ნანას 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. თან მუშაობს. იმის გამო, რომ ქვეყანას დიდი ხნით ვერ ტოვებს, გადაწყვიტა დისტანციურ მოკლე კურსზე ესწავლა. პირველად უფასო ონლაინ კურსი მოძებნა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ამ გზით სრულფასოვანი განათლების მიღებას შეძლება. დღეს, კი ნანა ჰარვარდის უნივერსიტეტში საერთაშორისო საფინანსო კურსის მაგისტრანტია.

საქართველო ონლაინ კურსების სიმრავლით არ გამოირჩევა. ძირითადად ამ მეთოდით ენის სწავლაა შესაძლებელი.

თუკი Google-სსაძიებო სისტემაში online courses, ან distance learning ჩაწერთ, ასეულობით ფასიან თუ უფასო კურსს იპოვნით.

ასეთი პროგრამით მიღებული დიპლომი აკრედიტებულია და თითქმის იდეტურია იმ დიპლომებისა, რასაც სტუდენტები ადგილზეიღებენ. განსხვავება მხოლოდ დიპლომის დანართ ნაწილშია, სადაც ზუსტადაა მითითებული თუ რა საგნები და რა რეჟიმში გაიარეთ ისინი. დისტანციური სწავლით შეიძლება მიიღოთ ბაკალავრის ან მაგისტრის წოდება. შეზღუდვები მხოლოდ სადოქტორო პროგრამებზეა მუშაობის განსხვავებული სპეციფიკის გამო. ჯერჯერობით არ არსებობს სადოქტორო კურსი, რომელიც სტუდენტებს ადგილზე ჩასვლას, ხელმძღვანელთან ინტენსიურ კონტაქტს და ადგილზე კვლევას არ ავალდებულებდეს...

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია უნივერსიტეტებისა, რომლებიც დისტანციურ სწავლებას გთავაზობენ. თუკი Google-ს საძიებო სისტემაში online courses, ან distance learning  ჩაწერთ, ასეულობით ფასიან თუ უფასო კურსს იპოვნით. ასეთი პროგრამით მიღებული დიპლომი აკრედიტებულია და თითქმის იდეტურია იმ დიპლომებისა, რასაც სტუდენტები ადგილზე იღებენ. განსხვავება მხოლოდ დიპლომის დანართ ნაწილშია, სადაც ზუსტადაა მითითებული თუ რა საგნები და რა რეჟიმში გაიარეთ ისინი. დისტანციური სწავლით შეიძლება მიიღოთ ბაკალავრის ან მაგისტრის წოდება.  შეზღუდვები მხოლოდ სადოქტორო პროგრამებზეა მუშაობის განსხვავებული სპეციფიკის გამო.   ჯერჯერობით არ არსებობს სადოქტორო კურსი, რომელიც სტუდენტებს ადგილზე ჩასვლას, ხელმძღვანელთან ინტენსიურ კონტაქტს და ადგილზე კვლევას არ ავალდებულებდეს.. 

სად ვიპოვნოთ ონლაინ კურსები: 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებ გვერდი "კურსერაა", სადაც სხვადასხვა ინტერესის სფეროს მქონე ადამიანებს შეუძლიათ მარტივად შევიდნენ და აარჩიონ მათთის სასურველი და მოსახერხებელი ონლაინ კურსი მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში. ამ საიტზე კურსები უფასოა, თუმცა სწავლების დონე და ხარისხი არაფრით ჩამორჩება სხვა ფასიან კურსებს.

ამ მისამართზეც შეგიძლიათ 900-მდე უფასო, თქვენთვის საინტერესო ონლაინ კურსი აღმოაჩინოთ.

ეს ვებგვერდი მათთვის იქნება საინტერესო, ვისაც ტექნოლოგიები, მონაცემები და მონაცემთა ვიზუალიზაცია აინტერესებს. ამ მიმართულებით ამ გვერდზე უამრავ უფასო კურსს იპოვით.

  დისტანციურად სწავლა

http://www.extension.harvard.edu

http://www.ox.ac.uk/

http://extension.berkeley.edu/publicViewHome.do?method=load

http://www.londoninternational.ac.uk

საბაკალავრო პროგრამები

http://www.bachelorsdegreeonline.com/

http://www.ccis.edu/online/

http://www.phoenix.edu/degrees/bachelors.html

http://www.worldcampus.psu.edu/degrees-and-certificates/business-bachelors/course-list

http://asuonline.asu.edu/online-degree-programs

სამაგისტრო პროგრამები

http://www.gradschools.com/programs/online-programs

http://www.mastersdegreeonline.org/

http://www.umuc.edu/academic-programs/index.cfm

http://www.ox.ac.uk/admissions/online_and_distance_courses/

http://www.extension.harvard.edu/distance-education