თბილისი უწყლოდ

ნინო ჯაფარიძე

მიზეზი ყოველთვის სარემონტო სამუშაოებია.

პრობლემა პირველად მთაწმინდის რაიონში გაჩნდა, შემდეგ დიდუბე-ჩუღურეთსა და გლდანი -ნაძალადევს შეუწყდა წყლის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა მოსახლეობისთვის დღესაც უცნობია.

 თბილისს წყლითჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიამაგარაგებს. კომპანია საქართველოში 2008 წლიდან ფუნქციონირებს და  400 ათასზე მეტ აბონენტს ემსახურება. კომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ დედაქალაქისთვის წლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება კომპანიის მთავარი ღირებულებაა.

2014 წლის 1 თებერვალს მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ოფიციალური ვებგვერდით მიმართვა გაავრცელა. ‘რეკომენდაციით მივმართავთ ჩვენს აბონენტებს, შეფუთონ ან დაათბუნონ თავიანთი კუთვნილი წყალსადენისა და საკანალიზაციო ღია მიწისზედა ქსელები, ასევე, კუთვნილი ღია კომუნიკაციები, რომლითაც მათ ონკანამდე წყალი მიეწოდებათ. ჩვენი რეკომენდაცია სასურველია გაითვალისწინონ თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის იმ ნაწილმა, რომელიც ცხოვრობს ან საქმიანობას ეწევა ისეთ კერძო სახლებში, თბილისურ ეზოებსა და მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, რომელსაც სასმელი წყალი ღია კომუნიკაციებით მიეწოდება და აღრიცხვის კვანძები დამონტაჟებული აქვს ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში. ‘’ იმდღესვეკომპანიის  ფეისბუქისგვერდისაჩივრებით,თხოვნებითადამოთხოვნებითაივსო.

საზოგადოება ვერ ხვდებოდა თუ რატო მევალებოდა მიწის ზედა წყალსადენი მილების მოვლა-პატრონობა. ისინი განმარტებებს მოითხოვდნენ. წყალმომარაგების დაუყნონებლივ აღდგენას და წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას.  კონკრეტული განმარტებები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს არ გაუცია, მაგრამ რჩევები არ დაიშურა.  2 თებერვალს ვებ გვერდზე ახალი მიმართვა გავრცელდა.

“მეგობრებო, თუ ღია, ეზოში გამავალი მილები მოიყინა და ამის გამო წყალი არ გაქვთ, შევეცდებით დაგეხმაროთ. ვფიქრობთ, შეიძლება ასეთი რამ გააკეთოთ - თუ მილი ლითონისაა, მასთან ახლოს ცეცხლი დაანთოთ, ისე რომ მილი არ დააზიანოთ. ამ დროს სახლში ონკანი მოშვებული უნდა დატოვოთ. ასევე, შეგიძლიათ მილს დაასხათ ცხელი წყალი მთელ სიგრძეზე, მაგრამ არა ძალიან ცხელი ან მდუღარე, რომ მილი გასკდეს ან დაზიანდეს.’’

მოსახლეობის მოთხოვნების მიუხედავად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსში აცხადებდნენ, რომ კომპანია ერთგულად ემსახურებოდა საკუთარ მომხმარებელს. მარკეტინგის ჯგუფის განცხადებით, საავარიო ბრიგადები თბილისის სხვადასხვა რაიონში განუწყვეტლივ მუშაობდნენ.

ისინი არემონტებდნენ სიცივისგან გაყინულ, დახეთქილ ან სხვა მიზეზის გამო მწყობრიდან გამოსულ მიწისქვეშა წყალსადენ მილებს. კომპანიის თქმით, მიწის ზედა მილებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი მოსახლეობა იყო. საზოგადოება კვლავ უწყლოობამ და გაურკვევლობამ მოიცვა.  ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის წევრის, ნიკა სიმონიშვლის განცხადებით, ვალდებულები მომხმარებელსა და კომპანიას, ასევე კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დეტალურად არის გაწერილი 2008 წელს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. სიმონიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ განცხადებაშია ნათქვამი თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრება აბონენტს კონკრეტულ შემთხვევაში. უნდა შეაკეთოს თუ არა აბონენტმა ის მიწისზედა მილები, რომელზეც მიდის დავა. თუ კი რატომ და რა შემთხვევაში. სომონიშვილის თქმით ასევე გაურკვეველია სახელმწიფოს როლი კომპანიასა და მომხმარებელს შორის.’’ რა თქმა უნდა მომხმარებელი დაცულია მაშინ, როდესაც მან იცის მისი უფლება მოვალეობები, მაგრამ იმ რეჟიმში, როდესაც  კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებას გრიფი ადევს ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.გრიფი ადევს იმ მიზეზსაც, თუ რატომ ჰქვია ამ საქმეს საიდუმლო. ‘’ სიმონიშვილის თქმით ცნობილია მხოლოდ ის, რომ თუ კომპანია აპირებს გეგმიური სარემონტო სამუშაოების განხორციელებას, ის ვალდებულია ამის შესახებ საზოგადოებას აცნობოს მასობრივი კომუნიკაციის, ტელევიზიის, რადიოს ან სხვა საშუალებით სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე ათი დღით ადრე. თუ მიმდინარეობს არა გეგმიური სარემონტო სამუშაო, კომპანია არ არის ვალდებული მომხმარებელს ამის შესახებ აცნობოს. ‘’ სერვისით უკმაყოფილო მომხმარებელს ერთადერთი გამოსავალი აქვს, უარი თქვას კონკრეტული კომპანიის წყალმომარაგებაზე, მაგრამ თბილისში ერთადერთი წყალმომმარაგებელი კომპანიაა. შესაბამისად,  მომხმარებელს სხვა არჩევანი არ აქვს.”ამბობს სიმონიშვილი. 

დედაქალაქის წყალმომარაგების პრობლემები მერიის უპირველესი განხილვის საგანი გახდა. 2012 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ განაცხადა, რომ  2008 წელს ყოფილი წყალმომარაგების კომპანიის თბილწყალკანალის გასხვისების მიზეზი დედაქალაქის არასრულფასოვანი წყალმომარაგება იყო. თბილწყალკანალი საბიუჯეტო კომპანია იყო და სახელმწიფოს ხაზინიდან ფინანსდებოდა. არასაკმარისი ფინანსების გამო დადგა მისი გასხვისების საჭიროება.  2013 წლის1იანვარს ქალაქის მერიამ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს წერილით მიმართა:"გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება თბილისის მოსახლეობის 24 საათის განმავლობაში წყლით მომარაგება, ქ. თბილისის მერია თქვენი კომპანიის წინააღმდეგ ხელშეკრულებით და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა დაცული იყოს თბილისის მოსახლეობის ინტერესები.’’ წერილზე საპასუხოდ  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა განაცხადა, რომ ის ერთგულად ემსახურებოდა მომხარებელს და მის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებული იყო.

მსგავსი გაფრთხილება კომპანიას მანამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამაც მისცა. 2012 წლის 2 აგვისტოს კომპანია 5 ათასი ლარით დააჯარიმა.  დღეს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ვებ გვერდი კვლავაც მოქალაქეთა განცხადებებით ივსება. ისინი ხარისხიან წყალმომარაგებას ითხოვენ, მაგრამ 23 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ვებ გვერდზე მორიგი განცხადება გამოქვეყნდა. საბურთალოს, გლდანის, დიდუბის, ნაძალადევის, ვაკის და სამგორის ზოგიერთ ქუჩებს წყალმომარაგება შეუწყდა.’’

კომპანია ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს."