ბიო– ნაცნობი ნარკოტიკი, რომელიც ჯერ კიდევ ამოუცნობია

ნინო ჯაფარიძე

გარდაცვალების მიზეზად ბიო ნარკოტიკის ჭარბი მიღება სახელდება.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს და განაცხადა რომ ანტინარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ საბრძოლველი კანონპროექტი თითქმის დასრულებული.მისი თქმით ბოლო თვეებში სახელმწიფო შეეცადა  ბიო ნარკოტიკის  ძირითადი ბიოქიმიური შემადგენლობების შეესწავლა, მაგრამ პროდუქტის შემადგენლობის ხშირი ცვლილების გამოამის გაკეთება რთული აღმოჩნდა.

სერგეენკომ განაცხადა, რომ ბიო ნარკოტიკი განხილული იქნება, როგორც არალეგალური საშუალება და მასზე გავრცელდება ყველა ის აკრძალვა, რომელიც დღეს სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე მოქმედებს. ’’არსებობს ე.წ ბიოს ასეულობით სახეობა და ეს სახეობები არის ძალიან სწრაფ დინამიკურ ცვლილებაში. ერთ დღეს არის ერთი ქიმიური ფორმულა, რომელსაც აკრძალავ, მაგრამ ძალიან მარტივად მეორე კვირაში შემოდის ახალი, რომელიც რჩება კრიმინალიზაციის ფარგლებს გარეთ.’’  სერგეენკოს თქმით საქართველომ გადაწყვიტა შეუერთდეს საერთაშორისო კონვენციას სადაც  მოხდება ბიო ქიმიური ფორმულების საფუძვლების კრიმინალიზაცია და არა მათგან ნაწარმოები სხვადასხვა ნივთიერებების.

ექიმი ნარკოლოგიდაალტერნატივა ჯორჯიას დირექტორი დავით ოთიაშვილი, მიიჩნევს რომ აღნიშნული ცვლილება  ვერ შეცვლის არსებულ მდგომარეობას. მისი თქმით, ბიო ნარკოტიკთან ბრძოლა ამ ეტაპზე შეუძებელია.  ’’იგივე პრობლემა წარმატებულ სახელმწიფოებშიც დგას. აკრძალვის პოლიტიკა უძლურია რადგან მისთვის გვერდის ავლა მარტივად ხდება. პრობლემის გადაჭრა უნდა იყოს დაფუძნებული კონტროლის მექანიზმზე, ისევე როგორც ეს ხდება თამბაქოსა და ალკოჰოლის შემთხვევაში რიგ ქვეყნებში მათ შორის ახალ ზელანდიაში. ასობით და ათასობით ნივთიერებების ძებნას და შემდგომ აკრძალვას აზრი არ აქვს. ’’ოთიაშვილის თქმითამ ეტაპზესახელმწიფოს გააჩნია ცხრამდე ბიო ნივთიერების დამდგენი ტესტი. სწორედ ამ ტესტების მეშვეობითხდება საქართველოში არსებული ბიო ნარკოტიკების ძირითადი შემადგენლობების იდენტიფიცირებადღეს–დღეობით, სამასამდე  ბიო ნარკოტიკი უკვე აკრძალულია, მაგრამ ეს მაინც არ ჭრის პრობლემასაკრძალვის შემდეგ ნივთიერება იცვლებაახლით და ბაზარზე ახალისახელწოდებითიყიდება ისე, რომ ეტიკეტზე არ არის მითითებული რაიმე სინთეტური კანაბინოიდის შემცველობა. ოთიაშვილის თქმით რთულია იმის თქმა თუ რამდენად წარმატებულად ახერხებს სახელმწიფო ბიო ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლას.

’’საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ყველა ეს ნივთიერება აღმოაჩინოს. ეს ღირს ფული, ამას ჭირდება კვლევები, ლაბორატორიები  და ექსპერტები. რთულია ყველა ახალი ნივთიერებების დაფიქსირება, სიაში შეტანა და შემდგომ აკრძალვა. ერთადერთი გამოსავალი ამ ეტაპზე ადამიანების ინფორმირება და განათლებაა. მათ კარგად უნდა იცოდნენ ის შედეგები, რაც ბიო ნარკოტიკის მოხმარებას მოყვება, სწორედ ეს იქნება ბიოსთან ბრძოლის წინაპირობა’’

დღემდე არ არსებობს კვლევა , რომელიც საქართველოში სინთეტიკური ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობას და ასაკობრივ კატეგორიას დაადგენდა. თუმცა ოთიაშვილის,როგორც ექიმი ნარკოლოგის დაკვირვებით ბიო ნარკოტიკის მომხმარებლები უმეტესად ახალგაზრდები არიან. ’’ ბიოს მეტწილად  ექსპერიმენტატორულასაკში მყოფი ადამიანები მოიხმარენ. ის მათთვის მარიხუანას მცენარეული ალტერნატივაა, რომელიც გაცილებითიოლი ხელმისაწვდომიაბაზარზე. მასინტერნეტითაც იწერენ ’’ ამბობს ოთიაშვილი

ნარკომანიის პრევენციის ცენტრის კლინიკური განყოფილების ექიმი თათა ასათიანი ამბობს რომ ბიო ნარკოტიკის ძირეულინივთიერებისგანნაწარმოები კომპონენტების გამუდმებული ცვლილება არამარტო სახელმწიფოს ურთულებს საქმეს, არამედ ადამიანის ჯამრთელობაზეც  უარყოფით გავლენას ახდენს. სწორედ ამის დამადასტურებელია ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ბიოს დამოკიდებულებისგან განკურნებას. ’’ ბიო ნარკოტიკის შემადგენელი კომპონენტებიმაი გამუდმებული ცვლილების გამო  ბოლომდე შესწავლილი არ არის, შესაბამისად არც კონკრეტულ შედეგებზე შეიძლება საუბარი, თუმცა თუ ბიო ნარკოტიკის შედეგად დაზარალებული ადამიანებით ვისმჯელებთ ფაქტია, რომ  ის უშუალო დარტყმას აყენებს თავის ტვინს და იწვევს ქრონიკულ ფსიქოზურ აშლილობებს’’ ამბობს ასათიანი.

სინთეტურ ნარკოტიკებთან საბრძოლველად ყველა ნარკოლოგიურ კლინიკას თავისი სპეციფიკური მიდგომა აქვს, თუმცა როგორც სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ  არ არსებობს არანაირი ანტიდოტი, რომელსაც ექიმები თუნდაც გადაუდებელი შემთხვევის დროს გამოიყენებდნენ. პირველადი დახმარება სიმპტომურ დამხრებას გულისმობს: სასუნთქი სისტემის გზების გახსნას და   მუცლის ღრუს გამორეცხვას.

გია 27 წლის არის, ის ბიო ნარკოტიკიკს 2009 წლიდან მოიხმარდა. ჯერ ინტერნეტით ყიდულობდაშემდეგ კი საერთო ნაცნობისგან. ’’ბიოს 6 თვის მანძილზე მოვიხმარდი. ჯერ ინტერესი მქონდა, მერე კი შევეჩვიე. მოწევიდან სამ საათში არანაირ კვალს არ ტოვებდა და ვიფიქრე , რომ ისეთივე საშუალება იყო, როგორს ექსტაზი, რომელსაც კლუბში შესვლისას სვამ კარგი განწყობისთვის, მაგრამ საკმარისი იყო შემეწყვიტა რომ ყველაფერი თავდაყირა  დადგა. დამეწყო დეპრესია, შიშები, ასთმაც კი გამივითარდა. მალე მივხვდი, რომ საკუთარ თავს აღარ ვეკუთნოდი.’’ სამი თვეა, რაც გია თბილისის ერთ-ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობს. ის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გადის.