დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობა

თამთა თვალავაძე

   სხვადასხვა დროს მუშაობდა ცხელი ხაზის  ოპერატორად, საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად , მოხალისედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში. ყველა ეს პოზიცია დროებითი სამუშაო იყო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს. ჭიღლაძე ამბობს : „ ზოგადად  ძალიან რთულია იპოვო სამსახური, განსაკუთრებით ქუთაისში, სადაც  საერთოდ  არ ცხადდება ვაკანსიები შშმ პირებისთვის. მჭირდება სამსახური, რომ არ  ვიყო  სხვებზე  დამოკიდებული. ბოლო  ერთი წელია  მუდმივად  ვეძებ სამსახურს, თუმცა  ჯერჯერობით არ მიპოვია.“

    საერთაშორისო  პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომა გულისმხობს, რომ შშმ პირების სოციალური  ინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია, მათი  ჩართვა სამუშაო  პროცესში.მათი  სურვილისა და უნარების  მიუხედავად, ისინი  ვერ  პოულობენ სამსახურს. მათი დასაქმების  პრობლემებს ასევე ადასტურებს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიში ადამიანის  უფლებებისა და თავისუფლების შესახებ.

     საქართველოს  კანონის   „შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირთა  სოციალური  დაცვის შესახებ“  21-ე მუხლში მითითებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო რეალიზაციის მიზნით,  უფლება  აქვთ, იმუშაონ. მათთვის დაუშვებელია  ნებისმიერი  სახის დისკრიმინაცია სამსახურში აყვანისას. იურისტი შშმ პირების საკითხებზე  ვახუშტი მენაბდე ამბობს: „ საქართველოს აქვს  ვალდებულება, რომ განავითაროს ამ ადამიანების სამუშაო  უნარები, რომ მათ  მიიღონ დაცული სამსახური დასაქმების ღია ბაზარზე. იმისათვის, რომ შშმ პირების  დასაქმების პრობლემა გადაწყდეს შემოღებული  უნდა  იყოს კვოტირების სისტემა სახელმწიფო, ხოლო წამახალისებელი მექანიზმები-კერძო სექტორში.“- განმარტავს მენაბდე

   საქრთველო გაეროს  კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებათა  შესახებ 2006 წელს  შეუერთდა, თუმცა  მისი რატიფიცირება  პარლამნეტმა   დეკემბრის ბოლოს  მოახდინა.მას შემდეგ საქართველოს აქვს  პასუხისმგებლობა მიიღოს  შესაბამისი  ზომები, რომ სრულად  დაიცვას  შშმ პირების დასაქმების  უფლებები. საქართველოს  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სამინისტროს  სოციალური  პროგრამების დირექტორის გია კაკაჩია   ამბობს : „ დასაქმების  პროგრამები შშმ პირებისათვის  ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის, შესაძლოა ის  წლის  მეორე  ნახევარში  განხორციელდეს.“

    რამდენი შშმ პირია დასაქმებული საქართველოში ამის  შესახებ სტატისტიკური  მონაცემები არ არსებობს. არც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და არც შრომის , ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ აქვს მონაცმები, თუ  რამდენი შშმ პირია დასაქმებული სახელმწიფო და საჯარო სეტქორში. ეს და სხვა  პრობლემები ასახულია 2013 წლის კველვაში საჭიროებების კვლევა შშმ პირების დასაქმებისთვის , რომელიც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრამა ჩაატარა, ევროკავშირის ფინასური მხარდაჭერით.  კვლევაში მითითებულია : „შიდა და გარე  ინფრასტრუქტურა არის ცუდი, არის  პრობლემები განათლების და პროფესიული გადამზადების  პროგრამებთან დაკავშირებით.“

    არასამთავრობო ორგანიზაციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წარმომადგენელი რატი იონათამიშილი, რომელიც ეტლით გადაადგილდება, ყურადღებას ცუდ  ინფრასტრუქტურასა და დისკრიმინაციულ სამუშაო ბაზარზე ამახვილებს. იონათამიშვილი ფიქრობს, რომ ორგანიზაციებს არ აქვთ  პანდუსებიდა შესაბამისი სამუშაო გარემო. დამსაქმებელი  ხშირად  უარს  ამბობს, რომ დაიქირავოს შშმ პირი. მიზეზი დაფარულია , თუმცა ისინი  იმ  სტრეოტიპული მოსაზრება, თითქოს შშმ პირები არ არიან კვალიფიციური კადრები“.

    კერძო სექტორში დასაქმების  ერთ-ერთი   გავრცელებული საშუალება  სოციალური საწარმო .ერთ-ერთი ასეთი საწარმო დააფუძნა კოალიციამ დამოუკიდებლი ცხოვრებისათვის ,USAID-ის   ფინანსური მხარდაჭერით. ამ საწარმოებში დასაქმებულია : 8 შშმ პირი თბილისში, 4- გორში და 4-ზუგდიდში.საწარმოში ამზადებენ : ეტლებს , პანდუსებს, ხელით სამართავ ტრანპორტსა და ხელჯობებს ერთწლიანი გარანტიით.იონათამიშვილი ამბობს : „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ეტლი მზადდება ინდივიდუალურად, ბენეფიციარის საჭიროებების  გათვალისწინებით. ეს პრაქტიკა საქართველოში არ  ყოფილა და ფართომასშტაბიანი  ხასიათი არ აქვს. ისინი ამ საკითხის  კარგი  მცოდენეები არიან“.

     2012 წელს შემოსავლების სამსახურმა ოცი  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაასაქმა დავების, ადამიანური რესურსების და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებში. ანა  გოგუაძე, 25 წლის, ფოტოგრაფი, რომელიც ეტლით გადაადგილდება ერთ-ერთი მათგანია. წინა გადასამზადებელი  კურსების  შემდგებ  ის შემოსავლების სამსახურში მიიღეს.გოგუაძე ამბობს: „ჩვენ  არ შეგვიძლია  გარეთ  გამოსვლა, ყველა  კაფეს კიბე აქვს, მე არ შემიძლია ჩავიდე მეტროში , არცერთ  ქუჩას არა აქვს პანდუსი, რომელ სამსახურზე  ვლაპარაკობთ? საბედნიეროდ მე  გამონაკლისი ვარ, ათჯერ  უფრო რთულია შშმ  პირისათვისა დასაქმება.

    დასაქმებისთის მათ  სჭირდებათ საგანმათლებლო და პროფესიული პროგრამები, რომელთა მომზადება განათლების  სამინისტროს  ვალდებულებაა. შემდეგ მათ  უნდა გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში და იპოვონ შესაბამისი სამსახური, რომელიც შრომის , ჯანმთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს  მოვალეობაა.