მანქანების ტექნიკური შემოწმება 2015 წლის პირველი მარტიდან სავალდებულო გახდება.

ნინო ბაქრაძე

გადაწყვეტილების მიზეზი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის ზრდა და ტექნიკური გაუმართაობის გამო გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევბი გახდა. 

 

მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში შემოვა ევროპული „ხარისხის ნიშანი“ - ასოციაცია TUV-ი, რომელიც ტექნიკური დათვალიერებისსისტემის დანერგვაში ჩაერთვება. ამავდროულად, მთავრობასა და ასოციაცია TUV-ს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ექიმებისა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო პროექტების შემუშავებაზეც.

მთავრობის მოლოდინის მიხედვით, ტექნიკური შემოწმების სისტემის ამოქმედების შემდეგ ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურების მაჩვენებელი ერთ წელში 25%-ით შემცირდება.