ახალი წელი ერთხელ, ახალი წელი ორჯერ

ნინო ჯაფარიძე

დიდი ბაბუა, რომელმაც ას წელზე მეტი იცხოვრა მიხსნსიდა:

მე რომ შენსავით პატარა ვიყავი ერთი კალენდარი გვქონდა, მერე მოვიდა ევროპა და ყველაფერი აურია, ამიტომაც გვაქვს ახლა წელიწადში ორი ახალი წელიო. ევროპის ხსენებაზე მეორე ბაბუაც აუცილებლად ჩაერთვებოდა ხოლმე და ამატებდა: შეეშვი ამ ობსკურანტიზმს, 31-ში რომ დაიწყე ახალი წლის აღნიშვნა, მაშინ ჯერ კიდევ ოციანი წლები იყო. რა შუაშია ევროპა, ნუ აბნევს ბავშვს ანაქრონიზმებითო. შემდეგ დიდი ბაბუა ერთვებოდა და პასუხობდა, ბავშვს შენ აბნევ მე კი არა, რა იცის ან ობსკურანტიზმის ან კი ანაქრონიზმისო.. მოკლედ ასე იწყებოდა ჩემი შეკითხვა ყოველი ახალი წლის დამდეგს და სრულდებოდა იმით, რომ მაინც ვერაფერს ვგებულობდი. მერე ცოტა გავიზარდე და გადავწყვიტე ჩემით გამერკვია რას ნიშნავდა ახალი წელი და რატომ ავღნიშნავდით მას წელიწადში ორჯერ. რატომ ვღებულობდი ლამაზ და ფერად საჩუქრებს ლაპლანდიელი სანტა კლაუსისგან და რატომ მივდიოდი სტუმრად მთაწმინდაზე, შორეული მთიდან ჩამოსულ თოვლის ბაბუსთან, რომელიც ყოველ წელიწადს ერთსა და იმავეს, მანდარინებით გაძეძგილ, გადასკოჩილ, ბაფთაშემოხვეულ ერთჯერად ცელოფანს მჩუქნიდა, რომელიც ოთახიდან გამოსვლისთანავე სკდებოდა. ჩავუჯექი ჩემს დიდ პენტიუმ ორს და დავიწყე ახალი თუ ‘’ძველით ახალი’’ წლის წარმომავლობის კვლევა. აღმოჩნდა, რომ ყველაფრის დასაბამი, ისევ და ისევ დროისა და სივრცის ზუსტი მკვლევარი, ჩემთვის ნაკლებად საყვარელი, ფიზიკა იყო.

დედამიწა მზის გარშემო შემოვლას 365 დღეს და კიდევ რამდენიმე საათს ანდომებს,  ალექსანდრიელი ასტროლოგი იულიუსი შეეცადა ეს ყველაფერი წელთ აღრიცხვის სისტემაში გამოესახა, რითაც დიდი იულიუს კეისარიც აღფრთოვანებული დარჩენილა. ასე შეიქმნა IV საუკუნეში იულიუსის კალენდარი. არ მკითხოთ ახლა ვის საპატივცემულოდ დაერქვა კალენდარს სახელი ასტროლოგი იულიუსის თუ მთავარსარდალი იულიუსისო?! პასუხს მაინც ვერ გაგცემთ, ერთადერთი რაც დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ,  ის არის, რომ იულისუის კალენდარს ნახევარი მსოფლიო, მთელი ევრაზიის ჩათვლით ოციან წლამდე ერთგულად იყენებდა. თუმცა იმ დროინდელ რევოლუციებს და  ნებით თუ უნებლიე ევოლუციებს  ის მოყვა რომ კალენდარი შეიცვალა და ჩვენც ნახევარ მსოფლიოსთან ერთად თამამად შევუდექით ახალი, გრეგორიანული, იგივე დასავლური და იგივე ქრისტიანული კალენდრის გამოყენებას. ამ უკანსაკნელის ფორმირებაში და საბოლოო დახვეწაში დღევანდელი ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს მიუღია მონაწილეობა.                                                                                                                                                                                                                          კონკრეტული ქვეყნების სახელები ნაკლებად არის ცნობილი. იტალიამ ესპანეთმა და პოლონეთმა პირველებმა დაიწყეს ახალი კალენდრით სარგებლობა. დიდი ბრიტანეთი 1582 წელს შეუერთდა მათ, საბერძნეთი, რუსეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები კი გაცილებით გვიან 1918-1922 წლებში. ზოგიერთი ისტორიკოსი მიზეზად იმას ასახელებს რომ კალენდარის იდეოლოგი გრეგორი მე-12, კათოლიკე მღვდელი იყო და მართლმადიდებელ ქვეყნებს ამიტომ არ სურდათ კალენდრის შეცვლა. იულიუსის კალენდრის მიხედვით, შობას ახალ წლამდე აღნიშნავდნენ, გრეგორიანული კალენდრის მიხედვით კი ახალი წლის შემდგომ  (7 იანვარი) გრეგორიანულმა კალენდარმა წინა კალენდართან შედარებით 0.002 % დააგრძელა წელი, რაც საათში ათ წუთსა და 48 წამს გულისხმობს. შესაბამისად გაბათილდა იულიუსის კალენდრის ცდომილებაც რომელიც ყოველ 128 წელიწადში 1 დღეს გულისმხობდა. გრეგორიანულ კალენდარში კი ეს ერთი დღე , ყოველ ოთხ წელიწადში დამატებული 29 თებერვალია.

დღეს 2 იანვარია, ეს იულიანიუსის კალენდრით, თორემ ჩვენი, გრეგორიანულით 15 იანვარია. ვერაფერს იტყვი, არამარტო 13 დღით ვართ  წინ, არამედ ახალ წელსაც უკვე მეორედ ავღნიშნავთ.