C ჰეპატიტი - გადავადებული სიცოცხლე?!

ნინი ჯაფარიძე

სახელმწიფო ჩინოვნიკები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექიმებიც და ინფიცირებული ადამიანებიც საზოგადოდ განიხილავდნენ დაავადებას და პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებზეც ხმამაღლა საუბრობდნენ.

მსოფლიო ჰეპატიტის ალიანსის პრეზიდენტის ჩარლზ გორის თქმით, c ჰეპატიტით დაავადებულთა მხრივ საქართველო მესამე იყო მსოფლიოში და პირველი ამიერკავკასიაში. პატიმართა 17-50 პროცენტი და დანარჩენი მოსახლეობის რვა პროცენტი- 200 000 ადამიანი ინფიცირებული იყო c ჰეპატიტით. 

ზიანის შემცირებიც ცენტრის მენეჯერის პაატა საბელაშვილის თქმით, მოსახლეობის მხოლოდ 0,4 პროცენტი შეეძლო დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა, რადგანაც საჭირო წამლების ღირებულება ათჯერ აღემატებოდა მოქალაქის საშუალო წლიურ ხელფასს. (20-25 000 $)

19 ოქტომბერს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მუშაობა c ჰეპატიტზე დაწყებული იყო. სახელმწიფოს შეესყიდა დაავადების განსაკურნი წამლები ძალიან იაფაფ და სულ მალე ინფიცირებული ადამიანები შეღავათიან ფასებში შეძლებდნენ მკურნალობას.ივანიშვილის განცხადება ეხებოდა მათაც, ვინც საპატიმროში იმყოფებოდა. 

ლაიანა მახარობლიშვილი ორი შვილის დედაა, მისი ორივე ვაჟი c ჰეპატიტით არის დაავადებული, თუმცა არც ერთ მათგანს არ შეუძლია მკურნალობის დამოუკიდებლად ჩატარება.’’ ექიმი ვარ და ჩემი საშუალო თვიური შემოსავალი 460 ლარია. განა შემიძლია მე შვილების მკურნალობაზე ვიფიქრო? ერთადერთი რასაც ვახერხებთ დიეტა და სწორი კვებაა.’’  მისი თქმით მარილიანი, მლაშე და მჟავე პროდუქტები დიდი ხანია რაც მისი ვაჟების რაციონში აღარ არსებობს. ისინი არ სვამენ ალკოჰოლს და ჯამრთელი ცხოვრების წესს მისდევდნენ, თუმცა ლიანას თქმით დიეტამ ვერ გამოიღო ის შედეგი რასაც ის ელოდა. ერთხელაც, მორიგი გამოკვლევის დროს შეიტყო რომ ორივე ბიჭის ღვიძლი დაზიანებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდნენ მკურნალობას.  20 000 დოლარი მისი ერთი შვილის გადარჩენის ტოლფასი იყო, მაგრამ ეს თანხა მას არ გააჩნდა. ვის არ მიმართა დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ.

 5 დეკემბერს შრომის,ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით 2014 წლის ბიუჯეტში c ჰეპატიტთან საბრძოლველი თანხები ვერ გამოიყო.  200 000 ადამიანის განსაკურნად სახელმწიფოს 800 მილიონი ლარი ესაჭიროებოდა, როცა სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი მხოლოდ 550 მილიონს შეადგენდა.სერგეენკოს თქმით პროგრამა მომავალ 2015 წლამდე გადავადდა.


ზიანის შემცირების ცენტრის მენეჯერის პაატა საბელაშვილის თქმით, თუ სახელმწიფოს სურს იყოს განვითარებული მას აუცილებლად უნდა შეეძლოს c ჰეპატითთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რადგანაც ის რომ დღეს საქართველოში იმაზე მეტი ადამიანია c-თი დაავადებული ვიდრე სხვა ქვეყნებში სახელმწიფოს დაუდევრობის ბრალია. მისი თქმით ეგვიპტე საუკეთესო მაგალითია რადგანაც მიუხედავად მძიმე  ეკონომიკურ მდგომარეობისა ის მაინც ახერხებს ჰეპატიტის წინააღმდეგ მკურნალობის დაფინანსებას. თუ საქართველოში ყველა საჭირო ეტაპის გავლა ადამიანს 20 000 დოლარი უჯდება ეგვიპტეში ეს ათჯერ იაფი-2000 დოლარია. 

საბაშვილის თქმით რაც უფრო ნაკლებად არის ქვეყანა განვითარებული, მით უფრო მაღალია მედიკამენტების ფასი: ’ ფარმა კომპანიებმა კარგად იციან, რომ მოსახლეობის უმეტესობა ვერ ახერხებს საჭირო მედიკამენტების შეძენას, ამიტომაც ისინი ცდილობენ ერთეული ადამიანების მეშვეობით ამოიღონ დანახარჯები.’’
 სანამ ფარმა კომპანიები ინაზღაურებენ ზარალს, ხოლო საქართველოს მთავრობა ფიქრობს თუ როგორ, როდის და რა თანხა გამოყოს პროგრამის დასაფინანებლად, 200 000 ინფიცირებული ადამიანი  კვლავ უიმედოდ იტანჯება c ჰეპატიტით საქართველოში.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ გვერდზეა ნათქვამი, მათ არაერთხელ წააგეს სარჩელი ევროპის სასამართლო სასამართლოში რადგანაც არ შესწევდათ უნარი გაეწიათ შესაბამისი დახმარება ჰ ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანებისათვის.

ლია მალაზონია 52 წლისაა. ის ქუთაისელია. მისი მეუღლე 2007 წლიდან იხდის სასჯელს, 2013 წელს ამინისტია შეეხო და 2016 წლისთვის გაათავისუფლებენ.

რამაზ ქიცაური დამატიმრების დროს უკვე იყო c ჰეპატიტით ინფიცირებული თუმცა მისი მეუღლის თქმით საპატიმროში გატარებულმა პერიოდმა უარყოფითად იმოქმედა მასზე, რასაც ჯამრთელობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა. 

მალაზონიამ იცის, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო იწყებს c ჰეპატიტით დაავადებული პირების მკურნალობას: ‘’თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, პირველი წლის მანძილზე ასი ადმაიანი შეძლებს მკურნალობის გავლას, მაგრამ მოხვდება კი ჩემი ქმარი მათ შორის? ანდა რომ გათავისუფლდება მერე რა ქნას? უმკურნალებენ კი?’’

პაატა საბელაშვილის განცხადებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ნამდვილად იწყება c ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალო პროგრამა. სახელმწიფომ შეისყიდა მედიკამენტები ფარმა კომპანია როშისგან, მაგრამ ყურადსაღებია ის ფაქტიც რომ, საპატიმროდან გათავისუფლებული ადამიანები ვეღარ გააგრძელებენ მკურნალობის პროცესს, უფრო მეტიც, თუ დარჩენილი დრო საპატიმროში არ არის მკურნალობისთვის საკმარისი, ისინი პროგრამაში მონაწილეობას  ვერ მიიღებენ. 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არ აქვს ზუსტი მონაცემები c ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების შესახებ, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა 17-50 პროცენტამდე მერყეობს.