ნაცრისფერი ზონა-ქალები შინ და გარეთ

ნინია მაჭარაშვილი; სოფო დათუაშვილი

 გაეროს მოსახლეობის ფონდის 2013 წლის ერთ-ერთი კვლევის თანახმად გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ქალების პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააქტიურება მისასალმებელია და ამით ქვეყანა მხოლოდ იხეირებს, თუმცაღა 54% ფიქრობს, პოლიტიკოსი ქალი სუსტია და უჭირს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

როგორც კვლევამ აჩვენა, მიზეზი, იმისა, თუ რატომ ითვლება ქალი პოლიტიკური თანამდებობისათვის შეუფერებელ კანდიდატურად ბევრნაირია.მაგალითად, გამოკითხულთა 54% ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები, მათ მოიხსენებიებენ უცნზურო სიტყვებით და სწორედ ამიტომ, პოლიტიკა უხეშ და ქალისთვის შეუფერებლად სფეროდ მოიაზრება.ქალის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მორიგი ბარიერი მისი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი მეუღლის უარყოფითი დამოკიდებულება შეიძლება გახდეს. როგორც უკანასკნელმა გენდერულმა კვლევებმა აჩვენა, ქალისთვის მთავარი პრიორიტეტი ოჯახი უნდა იყოს. ცოლმა ქმრის სურვილი უნდა გაითვალისწინოს და დაემორჩილოს მას. გარდა ამისა, ქართველი მამაკაცს უჭირს შეგუება მასზე წარმატებულ მეუღლესთან. ქალის საზოგადოებაში და პოლიტიკაში გააქტიურებამ შეიძლება მეუღლის ეჭვიანობაც გამოიწვიოს, რახან პოლიტიკოს ქალს მუდმივად მამაკაცების გარემოცვაში უწევს ყოფნა.

მეგი ბიბილური აქტიური ახალგაზრდა ქალია.უკვე შვიდი წელია სამოქალაქო სექტორში მუშაობს. ის არასამთავრობო ორგანიზაცია “მეგობრობის ხიდი ქართლოსის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია ქართულ-ოსურ თემტა შორის დიალოგის აღდგენაასა და კონფლიქტის გადაჭრაზე მუშაობს: „ვფქრობ, ერთ-ერთი საპასუხისმგებლო როლი მაკისრია. ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ ეწევა. მე გახლავართ მისი ხელმძღვანელი. ეს არის დიალოგი ქართულ-ოსურ თემთა შორის, ნდობის აღდგენა. დღეს ეს ძალიან რთულია ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა, თუმცა ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო. სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში ხელი შევუწყო დიალოგის განვითარებას. ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა და ვფოქრობ, ქალებს დიდი როლი აკისრიათ“.

მეგი შიდა ქართლში კოალიცია “ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის” კოორდინატორია რომელიც ქალთა გააქტიურებისათვის, მათი სოზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზე მუშაობს. მეგი ქალთა საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელიცაა და შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ აქტიურ ქალბატონებს ხელისუფლებაში მოსასვლელად და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისათვის ამზადებს: „ეს არიან ქალები, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან თავიანთ რეგიონებში. არიან ძალიან აქტიურები, კარგად იცნობენ ადგილობრივ პრობლემებს. აქვთ იმის რესურსი რომ ეს პრობლემები მიიტანონ კონკრეტულ უწყებებთან, სახელისუფლებო შტოებამდე, რომლებსაც შეუძლიათ ამ პრობლემების გადაწყვეტა. ჩვენი პროექტის ფარგლებში, შესაძლებლობას ვაძლევთ ქალებს რომ შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ ლიდერებს, სამინისტროს წარმომადგენებს, სადაც შესაძლებლობა ექნებათ თავიანთ პრობლემების ადვოკატირების.“

მძიმე სოცილურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად პროგრამაში მონაწილე ქალები მზად არიან მგზავრობის ხარჯები დაფარონ. რომგორამდე ან თბილისამდე ჩავიდნენ და მონაწილეობა მიიღონ სემინარებში, ხმა მიაწვდინონს სხვადასხვა სახემწიფო სტრუქტურას საკუთარ თემში არსებულ პრობლემებზე და უკეთესობისკენ შეცვალონ არსებული ვითარება: „ეს არიან ქალები, რომლებიც ცხოვრობენ ე.წ საზღვრისპირა სოფლებში, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება არის გაუსაძლისი. მათ ყოველდღე უწევთ სხვადასხვა პრობლემასთან ჭიდილი. არიან ქალები, რომლებსაც აქვთ პრობლემები ოჯახში და ის ძვირფასი დრო, რომელსაც ჩვენს ტრეინინგებზე ატარებენ, მნიშვნელოვანია მათთვის. ისინი მზად არიან ეს დრო დაუთმონ ჩვენს ტრენინგებს.

ოქსფამის პროექტის ფარგლებში გაეერთიანებული 40 ქალი, რომლებიც ძალიან მოტივირებული არიან აქტიურად ჩაერთონ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში და თავისი სათქმელი თქვან.“ მეგი გორის რაიონის სოფელ ფხვენისიდან არის, რომლის ე.წ საზღვართან ახლოს მდებარეობს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მეგი იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა: „ძალიან ცუდად მახსენდება ის პიოდი. ქაოსი იყო, არავინ ვიცოდით რა ხდებოდა და მობილიზება მოვახდინეთ იმ რესურსის, რაც გაგვაჩნდა. ის ქალები ვისთანაც ვმუშაობდით ამ დროს, გახდნენ ლიდერები და თავიანთი ადგილებიდან გვაწვდიდნენ ინფორმაციას. ჯერ კიდევ სკოლებში და ბაღებში ცხოვრობდნენ და ვცდილობდით, მიგვეტანა საჭირო ნივთები. შემდეგ გორში გადმოვიტანეთ ჩვენი ოფისი და ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ.“

თავად მეგი ამ ეტაპზე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილებას არ გეგმავს. ის თვლის, რომ სამოქალაქო სექტორში თავის შესაძლებლობები ჯერ არ ამოუწურავს და რომ ძალიან მნიშვნელოვანია კვლავაც განაგრძოს მუშაობა შია ქართლის რეგინში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაძლიერებისათვის. ”ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ ქალები მოვიდნენ პოლიტიკაში. არა ისეთ ადგილებზე როგორც დღეს, ისინი არიან თანაშემწეები, პეციალისტები. მე ვისურვებდი, რომ ქალები მოვიდნენ ისეთ პოზიციებზე რომ მათ შეეძლოთ გადაწყვეტილებების მიღება, რომ მათი ხმა უფრო გამოჩნდეს.“

გადაცემისათვის “ნაცრისფერი ზონა” მასალა მოამზადა სოფო დათუაშვილმა

 

 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ჰქვია. ჩვენი სტუმარია “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი მაია რუსეცკაია:

ნ.მ: როდის დაარსდა „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ და რა მიზნებს ემსახურება ორგანიზაცია?

მაია რუსეცკაია: „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ დაარსდა 2000 წელს, როგორც საინიაციატივო ჯგუფი.და იმ პერიოდში ჩვენი ძირითადი მიზანი იყო ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ეხებოდა ქალს. გვინდოდა დავხმარებოდით ამ ადამიანს და დავიწყეთ ძიება ინფორმაციის, თუ ვინ მუშაობს ამ სფეროში. სამწუხაროდ, ერთად თავმოყრილი ინფორმაცია იმ დროისათვის ვერ აღმოვაჩინეთ და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი ორგანიზაცია, რომელიც დაეხმარებოდა სხვებს ინფორმაციის მიწოდებაში და დავარქვით ქალთა საინფორმაციო ცენტრი.

ნ.მ დღეს რა მდგომარეობაა საქართველოში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის მხრივ?

მაია რუსეცკაია: თუ გადავხედავთ ახალ მონაცემებს, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს, საქართველოს გენდერული ინდექსით აქვს 86 ადგილი. ეს 136 ქვეყანაში. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ეს უფრო და უფრო უკან იწევს, ნაცვლად იმისა, რომ გაუმჯობესდეს. ოთხი მთავარი მონაცემია - ეკონომუკური მონაწილეობა, განათლების დონე, ჯანდაცვა და პოლიტიკური უფლებები. და აი, 126 ადგილზეა ჯანდაცვის კუთხით და პოლიტიკური უფლებებით 97 რეიტინგი აქვს, რაც ძალიან წევს დაბლა გენდერულ ინდექსს.

ნ.მ: რა არის ქალების პოლიტიკაში ნაკლებად ჩართულობის მიზეზი საქართველში?

მაია რუსეცკაია: მე ვერ ვიტყვი, რომ აქტიურები არ არიან ქალები, უბრალოდ, მათ აქვთ გარკვეული დაბრკოლებები, ის ბარიერები, რის გამოც ვერ მოდიან პოლიტიკაში. ქალი რომ პოლიტიკაში მოვიდეს, აუცილებელია, რომ პოლიტიკურ სიაში გაჩნდეს ის. მეტწილად პოლიტიკურ სიებში ქალები ბოლო ადგილებზე არიან. მაჟორიტარად რომ იყაროს კენჭი, ამისათვის ქალს სჭირდება რესურსები, რაც არ გააჩნია. ეს პირდაპირ ებმის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასაც. დამოუკიდებლად ის ვერ იყრის კენჭს, ხოლო შიდა პარტიული დემოკრატია არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დაწინაურდეს პარტიაში და მოხვდეს სიაში პირველ ადგილებზე. ამისათვის მუშაობენ ქალთა ორგანიზაციები, საერთაშორისო საზოგადოება, თუ რა უნდა გაკეთდეს რომ სურათი შეიცვალოს. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მეთოდი არის წამახალისებელი ზომების მიღება, რასაც კვოტებს ეძახიან.

ნ.მ: მაია, იქნებ ავუხსნათ მსმენელს თუუ რას ნიშნავს წამახალისებელი კვოტების გადაცემა ქალებისათვის:

მაია რუეცკაია: ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ წამახალისებელი ზომები მიიღო ქვეყანამ კონონმდებლობით, რაც გულისხმობდა, რომ ყოველ 10 კაცში ორი ქალი თუ ეყოლებოდა პარტიას, მას ექნებოდა დამატებითი ოცპროცენტიანი დაფინანსება. ამან რეალურად შედეგი არ მოგვიტანა. ის პარტიებმა, რომლებმაც ჩასვეს თავიანთ სიებში ეს ქალბატონები, იყვნენ ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან დემოკრატები, ისინი საერთოდ ვერ მოვიდნენ პოლიტიკაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიტიკული მასა უნდა მოვიდეს 30 პროცენტზე მეტი ამიტომ, თუ პოლიტიკური პარტიები გაითვალისწინებენ ამას და ჩასვამენ თავიანთ სიებში ქალებს 30 პროცენტის შემადგენლობით, შედეგი უკეთესი გვექნება. ეს უნდა იყოს ნება საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების, რომ ეს სისტემა დაინერგოს. ქალებს ბევრი ბარიერი აქვთ და დამატებით დროებით სჭირდებათ ეს ზომა, რომ მოხდეს დაბალანსება მამაკაცური პარლამენტის, მამაკაცური თამაშების, რაც დღეს ხდება. ძალიან მარტივი სურათის დანახვა შეიძლება დღეს გუბერნატორების დანიშვნის. დანიშნული გუბერნატორებიდან არც ერთი ქალი არაა. ეს არის წარმოუდგენელი და რეალური პრობლემაა დღე. ეს მიდგომა გამოხატავს ნებას.

ნ.მ: რატომ და რისთვის არის მნიშვნელოვანი ქალთა პოლიტიკური ჩართულობა?

მაია რუსეცკაია: ქალები კარგად ხედავენ პრობლემას და აყენებენ დღის წესრიგში. როდესაც ჩვენ რეგიონებში ვმუშაობთ, ძალიან ხშირად წყლის პრობლემა დგას. აი, ამ პრობლემას ქალები უფრო კარგად ხედავენ. იმიტომ, რომ ისინი უფრო მეტ წყალს მოიხმარენ, გარეცხვაზე, ჭურჭლის რეცხვაზე, ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით და შესაბამისად, როცა ის მოვა გადაწყვეტილების მიმღებად, უფრო კარგად ახსნის და საზოგადოებაც უფრო კარგად გაიგებს ამ პრობლემის შესახებ. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 50%-ზე მეტი ქალია. ასე რომ, წარმოუდგენელია ისინი იგნორირებულები იყვნენ იმ პროცესებიდან, რაც ხდება. პოლიტიკა იქნება გენდერულად მგრძნობიარე, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიც იქნება გენდერულად მგრძნობიარე. ყველა პროგრამა, რომელიც დაიგეგმება სახელმწიფოს მხრიდან, იქნება ორიენტირებული როგორც ქალთა, ასევე მამალკაცთა კეთილდღეობაზე.

ნ.მ: რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში ქალთა პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებით? რა პროგრამები აქვთ მათ, რითიც უწყობენ ხელ ქალთა მონაწილეობის გარდას პოლიტიკაშ?

მაია რუსეცკაია: მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში 10%-ს უტოლდება. ჩვენი ქვეყანა არ არის გამონაკლისი. არის წარმატებული ქვეყნები, რომლებმაც შეძლეს და ამ კუთხით წარმატებას მიაღწიეს, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნები. და ქვეყნები, რომლებმაც ჯერ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ეს არის ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი. როდესაც ჩვენ შრომის კოდექსზე ვმუშაობდით, თერთმეტი ქვეყნის მაგალითი შევისწავლეთ და მხოლოდ მას შემდეგ დავდეთ დასკვნები. შევისწავლეთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების, სომხეთის, აზერბაიჯანის, ასევე ევროპული, პოსტ საბჭოთა და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა ქვეყანას ისეთი პლუსი ექნება, რომელიც ჩვენთვის იქნება საინტერესო.

ნ.მ: რა პროგრამებს ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი ქართველ ქალთა პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის მიზნით?

მაია რუსეცკაია: ახლახან დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ოქსფამის მხარდაჭერით მოვიპოვეთ. პროექტი შიდა ქართლში დავიწყეთ. იდეა იყო, რომ იქაური ქალები გაგვეძლიერებინა. შედეგად, ქალთა კომიტეტი გადაიზარდა კოალიციად, რომელიც აერთიანებს 40 ქალს. ამ ქალებიდან 15 მათგანს უნდა რომ მოვიდეს პოლიტიკაში, ისინი აპირებენ კენჭი იყარონ თვითმმართველობის არჩევნეში. ჩვენ ვაძლიერებთ ამ ქალებს, ეს გამოიხატება ყველა იმ უნარის შეძენაში, რაც სჭირდება პოლიტიკოს ქალს. ამას ვახერხებთ სხვადასხვა მეთოდებით, ტრეინინგებით, მათთვის საინტერესო ადამიანებთან შეხვედრით, პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედით. პარარელულარდ, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფაზე და და ადგილობრივ დონეზე ლობირება გავუწიეთ მრჩეველთა ინსტიტუტის შექმნას თვითმმართველობაში. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დანინეს მრჩეველი. ჩვენ მივამართეთ საკრებულოს. ქალთა კოალიციის ინიციატივით, გორის საკრებულომ დანიშნა მრჩეველი და შემდეგომ გამოიკვეთა, რომ გენდერის მრჩევლის დანიშნვნა ყველგან აუცილებელია. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმართა ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს. დაიწყო დანიშნვა მრჩევლების. დღეს დანიშნულია 39 მრჩეველი. აქედან 38 ქალია, ორი კი ჩვენი კოალიციის წევრია.