ხვალ ისევ თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი

შაბათს ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდოებენ უცხოელი სინოპტიკოსები, ხოლო კვირას ისევ სუსტი თოვაა გამოცხადებული. ნალექიანი ამინდი ორშაბათამდე გაგრძელდება. სამშაბათიდან კი გამოიდარებს და +5 გრადუსამდე დათბება. მერიის დასუთავების სამსახური თბილისში საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  ამ მომენტისთვის თბილისის გარდა თოვს კახეთში, ბოლნისში, ბაკურიანში, სტეფანწმინდასა და გუდაურში.