ციფრული აპარატით დანაშაულის გახსნაც შესაძლებელი გახდება

ნინო გაგუა

მეცნიერთა მტკიცებით, ციფრულ კამერას შეუძლია სისხლის ლაქების დაფიქსირება მაშინაც კი თუ ზედაპირზე რამოდენიმე ფენა საღებავია გადასმული.

იმისთვის რომ, ჩვეულებრივი კამერა აქციო დამაშაულის გამხსნელ ხელსაწყოდ საჭიროა შესაბამისი ფილტრი რომელიც მხოლოდ ულრტაიისფერ (ინფრარედ) სხივებს აღიქვამს. ის კამერის ლინზაზე გარედან მაგრდება, ამ გზით ამცირებს სინათლის შეღწევას და აფიქსირებს შრეებს შორის სისხლის ლაქებს. გამოძიებაში სისხლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხილია, რომლის მეშვეობითაც ხდება დნმ-ის ამოცნობა და ხანდახან დანაშაულის გახსნაც კი. ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერი, გლენ პორტერი სასამართლოს ფოტო-ექსპერტია, რომელიც ამ კვლევაზე თავის გუნდთან ერთად მუშაობდა. ავსტარლიის ფედერალურ პოლიციაში ფოტოგრაფობით მიღებულმა გამოცდილებამ პორტერს გადაწყვეტინა შეემუშავებინა ახალი მიდგომები, რომლებიც გაადვილებდა დანაშუალის გახსნას. “ციფრული კამერის საშუალებით შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სისხლის ახალი კვალის დაფიქსირება, არამედ ძველისაც, რომელსაც გადაღებილი ზედაპირი ფარავდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამომძიებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ფოტოაპარატი მანამ, სანამ დამატებითი სამხილების შეგროვება მოხდება ექსპერტიზის მეშვეობით,” ამბობს პორტერი.