Newscafe

გენური თერაპია ლეიკემიის წინააღმდეგ

ნინო გაგუა

გენური თერაპია გულისხმობს პაციენტის სისხლის ქსოვილების და სტრუქტურის გარდაქმნას ისე, რომ შეძლონ კიბოს უჯრედების მოძებნა და ადგილზე განადგურება. კვლევაში ჩართული იყო მეცნიერთა 6 კაციანი ჯგუფი და 120 პაციენტი. ისინი პაციენტების სისხლს  ფილტრაციას უკეთებდნენ, ათავისუფლებდნენ სისხლს თეთრი ქსოვილებისგან (თრომბოციტებისგან) და მათ ნაცვლად დამუშავებულ სისხლს პაციენტს სამი დღის განმავლობაში უსხამდნენ. 

 „შესანიშნავია ის, რომ შეგვიძლია ავიღოთ პაციენტის უჯრედი და დავამუშაოთ იმგვარად, რომ გამოვიყენოთ  სხვა უჯრედების წინააღმდეგ,”- აღნიშნავს დოქტორი ჯენის აბკოვიცი, სისხლის დავადებათა ცენტრის უფროსი ვოშინგტონის უნივერსიტეტში. უნიკალური მიღწევის წყალობით ბევრი ბავშვის თუ მოზრდილის სიცოცხლის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი, მთავარია ადრეულ ეტაპზე მოხდეს სისხლის კიბოს დიაგნოსტიკა.