პერსონალური მონაცემები კვლავ დაუცველია

პროექტის„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაცია საქართველოს სამინისტროებში”პრეზენტაცია  დღეს გაიმართა. მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ ქართული სამინისტროებს არათუ აქვთ კონკრეტული სტრატეგია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის განხორციელებისთვის, არამედ არ არსებობს ნება საკითხის მოწესრიგებისთვის.


ზემოხსენებული კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა" (IRC) ჩაატარა.მათ აპრილის თვიდან მოყოლებული 16 სამინისტროს გაუგზავნეს წერილი თანდართული კითხვარებით და ზემოხსენებულ საკითხზე უწყებებში არსებული მდგომარეობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, საბოლოო დასკვნები კი მიღებული პასუხების, ასევე, სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გააკეთეს. ანგარიშის მიხედვით, IRC–ის წერილობით პასუხი არ მიუღია ორი უწყებიდან - განათლების და იუსტიცის სამინისტროებიდან, თუმცა იუსტიციის უწყების წარმომადგენელთან შეხვედრა შეძლეს.


“თითოეული მოქალაქე ცალკეულ სამინისტროებთან ურთიერთობისას სხვადასხვა სახის პერსონალურ მონაცემს ტოვებს. სწორედ ამ მონაცემების დაცვაზეა საუბარი”, – აცხადებს ექსპერტი გიორგი გაბრიელაშვილი. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემები სდაცვის სისტემური ხედვა არ არსებობს, აზრიც არ აქვს პრობლემის კონკრეტულ საქმეებად განხილვას. თუმცა, მისივე თქმით, გამომდინარე იმ სურათიდან, რაც სამინისტროებში არსებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, ადვილი წარმოსადგენია, რომ ნებისმიერ უწყებაში დაინტერესებულ თანამშრომელს თავისუფლად შეუძლია რომელიმე მოქალაქის მონაცემების გარეთ გატანა ისე, რომ ამ პროცესის კვალიც კი არ დარჩეს.

 ინფორმაცია სრული სახით იხილეთ ბმულზე