ფრთხილად ლომბარდია

ალექსი სიუკაევი

 საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით საქართველოში რეგისტრირებული ყველა საფინანსო ორგანიზაციაში ანაბრების გახსნა უსაფრთხო არაა. საქმე ისაა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ამჟამად ბაზარზე არსებულ საფინანსო კომპანიებს შორის მხოლოდ გარკვეული ტიპის ორგანიზაციები

კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, მიკროსაფინანსო ორანიზაციების დიდი ნაწილი კი არ ექვემდებარება ეროვნულ ბანკს. შესაბამისად, ასეთი ორგანიზაციების მომხმარებლები არ არიან დაზღვეული ფინანსური აფერის, შეცდომისა და გაუთვალისწინებელი ექსცესებისაგან. გონივრულ ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალოგიკურად მაღალ, ბაზრისთვის შეუსაბამო მოგებას სთავაზობს თავის კლიენტებს. რისკი იმისა, რომ ზოგიერთი არაკონტროლირებადი საფინანსო ორგანიზაცია მომხმარებლების ანაბრებს მეტისმეტად სარისკო ინვესტიციებში აბანდებდეს, ძალიან მაღალია.