პური - უბრალოდ გემრიელი თუ არსებობისთვის სავალდებულო?!

პური იაფია, გემრიელი და დანაყრების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, განსაკუთრებით კი მათთვის ვისი შემოსავალიც თვეში 150 ლარს არ აღემატება. 2012 წლის მონაცემებით  საქართველოში ასეთი ადამიანების რიცხვმა 1.200 000 გადააჭარბა, თუმცა ეს ის საკითხია რომელსაც დღეს, აქ, არ განვიხილავთ.

რა არის პური? უბრალოდ გემრიელი თუ არსებობისთვის სავალდებულო? მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პური ის სავალდებულო პროდუქტია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს განურჩევლად ასაკისა. ის შეიცავს სახამებლის, რომელიც ხელს უწყობს ზრდას, დიდი რაოდენობით ცილებს , კალიუმსა და კალციუმს რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლების, კბილებისა და ფრჩხილებისთვის. პური მდიდარია ბე ვიტამინის შემცველობით, რომელიც დიდ როლს თამაშობს უჯრედთა მეტაბოლიზმში ხოლო გლუტამინის მჟავა,  რომელიც პურის გემოზეა პასუხისმგებელი დადებითად მოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე და აუმჯობესებს სწავლის უნარს.

ერთი შეხედვით პურში არაფერია მავნებელი, მაგრამ რამდენად ღებულობს მომხმარებელი იმას რასაც ელის?! როგორც სსიპ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ გევრდზეა ნათქვამი დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით თავად მეწარმეა ვალდებული გააკონტროლოს სურსათის ხარისხი და უვნებლობა.მხოლოდ ხარისხის დარღვევის შემდეგ ხდება სახელმწიფოს მხრიდან ოპერატიური რეაგირება, თუმცა დღემდე, მომხმარებლის მხრიდან ჯამრთელობის გაუარესების ფაქტის აღრიცხვა არ მომხდარა.

ტექნოლოგი ნანა მანიას თქმით აღნიშნული კანონი არ არის საკმარისი იმისათვის რომ მომხმარებელმა თავი დაცულად იგრძნოს.მისი თქმით ამ ერთი შეხედვით მარტივი საკვების დამზადებას დღეს განსაკუთრებული სპეციფიკა სჭირდება: ’’ იტალიაში ისეთი ლუდიც კი გამოიგონეს რომელსაც პურს წაუსვამ, საქართველოში კი ჯერ, პურის დამზადებაც დასახვეწია. ჯერ კიდევ არ არსებობს დიეტური პური, მისი თქმით მუქი/რუხი ფერი მხოლოდ საღებავის დამსახურებაა და არა განსხვავებული შემცველობის. ჭრელი ლაქები კი პურზე ამის ნათელი დადასტურებაა.
როგორც მანია ამბობს პურის ხარისხს მრავალი ფაქტორი განაპირობებს დაწყებული ცომის მოზელვით,მოიმწიფებით, ადუღებით,დაყოფითა და დაგუნდავებით. ცელოფანში შეფუთული პურის და ხანგრძლივი რეალიზაციისთვის გამზადებულ პურის დამზადების მეთოდი განსხვავებული უნდა იყოს. რეალიზაციის ვადა კი არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რაც უფრო მაღალია ფქვილის ხარისხი მით უფრო დაბალია პურის ბიოლოგიური ღირებულება რადგანაც რაც უფრო გემრიელია პური მით უფრო ნაკლებად შეიცავს იგი ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს. მაშ იბადება კითხვა: როგორი პური უნდა შევიძინოთ? ჯამრთელი და უგემური? თუ გემრიელი მაგრამ არა ჯამრთელი. ან საერთოდაც სად უნდა შევიძინოთ პური რომელსაც მივირთმევთ ჩვენ, ჩვენი ოჯახის წევრები და ჩვენი მეგობრები მათი მეგობრები და ოჯახის წევრები?
ვენდოთ მეწარმეებს რომლებიც ერთი შეხედვით,საუკეთესო ხარისხის პურს გვთავაზობენ, თუ  დავიცვათ საკუთარი უფლებები და მოვითხოვოთ კანონის გამკაცრება პურის ხარისხთან დაკავშირებით?
ვფიქრობ, რომ  ფიქრი და განსჯა დიდ დროს წაგვართევს. ამიტომაც, მანამდე ერთი ამერიკელი დიეტოლოგის პოლ ბრეგის ამბავს მოგიყვებით რომელიც ამბობდა სხეულს ასაკი არ არ გააჩნიაო და თუ თქვენ შეეცდებით იკვებოთ სწორად თქვენი ორგანიზმი იმაზე მეტს იცხოვრებს ვიდრე თქვენ წარმოგიდდგენიათო. 
ბრეგი არ იღებდა შაქარს და მარილს. ის  თვლიდა რომ ეს იყო უფერული შხამი, კაოსტიკური სოდა რომელიც ზიანის მომტანი იყო ადამიანის ორგანიზმისთვის. ის თითქმის არ ჭამდა პურს, რადგანაც ფიქრობდა, რომ პური იყო მძიმე საფუარი რომელშიც, არსებული კალორიები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მისგან მიღებული სარგებელი, ვიტამინები და მინერალები. ბრეგი 92 წლის გარდაიცვალა და რომ არა სერფინგი, და ის უიღბლო დღე  ალბათ მეტსაც იცოცხლებდა.
რას იზამთ თქვენ, მიირთმევთ თუ არა პურს ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ ის თქვენი რაციონის აუცილებელი პროდუქტია , შეეცადეთ შეიძინოთ ისეთი პური , რომლის ზედაპირიც იქნება, "ეთ ლისთ" ელასტიური, ხრაკუნა, რომელსაც არ ექნება სუნი და რაც მთავარია დახუთულად  შემომოხვეული უღიმღამო ცელოფანი.