გაზიანი სასმელი ბავშვებში აგრესიულ ქცევას იწვევს

კვლევაზე ვერმონტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფი მუშაობდა დოქტორ შაკირა სულიას ხელმძღვანელობით.
კვლევაში ამერიკის ოცი უმსხვილესი ქალაქის 3 ათასი ბავშვის მშობელი მონაწილებდა. ბავშვთა ასაკი ხუთ წელს არ აღემატებოდა. მათი მშობლები ორი თვის განმავლობაში სპეციალურ კითხვარს ავსებდნენ გაზიანი ტკბილი სასმელის მოხმარებისა და შემდგომ ბავშვთა რეაგირების შესახებ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბავშვების 43% ყოველდღიურად იღებდა ერთ ულუფა გაზიან ტკბილ სასმელს, ხოლო 4% ყოველდღიურად ოთხზე მეტ ულუფას.

“ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გაზიანი ტკბილი სასმელის მიღების ზრდასთან ერთად, ბავშვებში აგრესიული გამოვლინებაც იზრდებოდა,” ამბობს დოქტორი სულია.


მეცნიერებმა კვლევის პროცესში ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები გაითვალისწინეს, როგორიცაა სიციალურ-ეკონომიკური გარემო, ოჯახის სტაბილურობა და საცხოვრებელი პირობები, მაგრამ ბავშვებში აგრესიული ქცევა პირდაპირ დაკავშირებული აღმოჩნდა გაზიანი ტკბილი სასმელის მოხმარებასთან. ის ბავშვები, რომლებიც დღეში ოთხზე მეტ ულუფას იღებდა, ხშირად ჩხუბობდნენ და აზიანებდნენ სხვის კუთვნილ ნივთებს. მათ ასევე უჭირდათ ყურადღების კონცენტრაცია და ხშირად ჯიუტობდნენ.

კვლევას წინ უსწრებდა 2011 წელს, იგივე მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა, თინეიჯერებში გაზიანი ტკბილი სასმელების მოხმარების შესახებ. შედეგი, როგორც მომდევნო კვლევებში, ამ შემთხვევაშიც ანალოგიური იყო.Kდაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ ის თინეიჯერები, რომლებიც დღეში ხუთ ქილაზე მეტ გაზიან ტკბილ სასმელს იღებდა, გამოირჩეოდნენ აგრესიული საქციელით, ატარებდნენ ცივ იარაღს, ძალადობდნენ თანატოლებზე და ოჯახის წევრებზე.


ცნობილია, რომ გაზიანი ტკბილი სასმელების შემადგენლობაში სხვა ქიმიურ დანამატებთან ერთად შედის ნატრიუმის ბენზოატი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას არღვევს ორგანიზმში და კოფეინი, რომელიც ტვინის მასტიმულირებელს წარმოადგენს. Aარსებული კვლევები, ვერ ადგენენ კონკრეტულად ნივთიერებათა რომელი კომბინაციაა დაკავშირებული ბავშვებში აგრესიულ გამოვლინებასთან, მაგრამ მისი ზემოქმედება ეჭვს გარეშეა.

 

ექსპერტები გვირჩევენ, რომ როგორც დიდების ისე პატარების რაციონში გაზიანი ტკბილი სასმელი რძით, მწვანე ან შავი ჩაით, ხილის წვენით და წყლით ჩავანაცვლოთ. ამ ჩამონათვალში წყალი ყველაზე სასურველია, რადგან მათი თქმით, ჩვენი ორგანიზმი ყველანაირ სასმელს საკვებად აღიქვავს წყლის გარდა.