მამაკაცების “ქალური” მოდა

ნათია ლოხიშვილი

გასულ კვირას, ლონდონში, მოდის ჩვენებაზე ახალი ტენდენცია გამოიკვეთა. მამაკაცის ტანსაცმელი, ქალური აქცენტებით.

მოდის კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მალე ეს ტენდენცია ისეთივე პოპულარული გახდება მოდის სამყაროში როგორც შავი ფერი.

ჯვ. ანდერსონმა, რომელიც ცნობილია ქალური და მამაკაცური სტილის ერთმანეთში არევით ამჯერად საზოგადოება მამაკაცის ზედა სამოსის ახალი კოლექციით გააკვირვა. კოლექციაში წარმოდგენილი იყო უზურგო, გამჭვირვალე ზედები სხვადასხვა ყვავილების პრინტით. თუმცა ეს არ ყოფილა ამ შოუს ერთადერთი მოულოდნელობა. შაუნ სამსონმა წარმოადგინა ექტრავაგანტული კოლექცია, რომელშიც ჭარბობდა ორგანზას ვარდისფერი შორტები და ქვედაბოლოები მამაკაცებისთვის.

თუმცა რეალურად შეიძენენ თუ არა მამაკაცები მსგავს სამოსს ეს ჯერ კიდევ უცნობია.