Newscafe

ჟურნალისტიკის სკოლამ Europe on Air პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა

სოფო აფრიამაშვილი

Image

 

 

 

 

საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის ჟურნალისტიკის სკოლამ პროექტის Europe on Air ფარგლებში ავსტრიის, ბელგიის, ფინეთის და ესპანეთის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

უცხოელი სტუმრები GIPA-ს სტუდენტებთან ერთად ხუთი დღის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ პროექტის წლევანდელი თემის, "საკვები, კულტურა და სივრცეები" შესახებ რადიო სიუჟეტების მოსამზადებლად.

პროექტის Europe on Air დასრულების აღსანიშნავად ქართველი და უცხოელი სტუდენტები, მენტორებთან და ჟიურის წევრებთან ერთად Frontline Georgia-ში შეიკრიბნენ.

მომზადებული რადიო სიუჟეტების მოსმენისა და განხილვის შემდეგ, Europe on Air-ის მონაწილეებს GIPA-ს მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანმა, ნინო ივანიშვილმა სიგელები გადასცა.