Newscafe

დისტანციური სწავლების პლატფორმა ჟურნალისტებისთვის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან

newscafe.ge

დისტანციური სწავლების პლატფორმა ჟურნალისტებისთვის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან

Some image

ყოფილ საბჭოთა კავშირის  ქვეყნებში, სადაც  რუსული მედიის  გავლენა  დომინირებს, ადგილობრივი მედია მთავრობის პროპაგანდის გამავრცელებლის ფუნქციას ითავსებს. პროექტის მიზანია, ობიექტური და პროფესიონალი ჟურნალისტების რიცხობრივი ზრდა აზერბაიჯანსა და  ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. დამოუკიდებელი მედიის არსებობა გამოწვევაა, რომელიც ახალი მიდგომების ძიებას მოითხოვს.

Gipa-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მიერ შექმნილი ონლაინ პლატფორმა საშუალებას აძლევს დამწყებ და გარკვეული გამოცდილების მქონე ჟურნალისტებს განავითარონ და აიმაღლონ პროფესიული უნარ-ჩვევები. კურსი დაიგეგმა ბელარუსი,  უკრაინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი, სომხეთი, თურქმენეთი, საქართველო და  რუსეთის რამდენიმე რეგიონის სპეციფიკური მედია პრობლემების მიხედვით.

პროგრამა დაიწყო 2017 წელს ინგლისურენოვანი ონლაინ პლატფორმის შემუშავებით, ყველა კურსი მომზადებული და  განხორციელებულია GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლის აკადემიური საბჭოს მიერ,  დაფუძვნებული მათ მრავალწლიან მედია აკადემიურ გამოცდილებაზე.

უკვე განახორციელდა შემდეგი კურსები:

საერთაშორისო ჟურნალისტური სტანდარტები

მედია ეთიკა

ფოტოჟურნალისტიკა,

ბიზნესის გაშუქება

ვიდეო რეპორტინგი

მულტიმედიური თხრობა

დეზინფორმაცია, მცდარი ინფორმაცია და ფაქტების გადამოწმება

ამრიგად, უფრო მეტი ჟურნალისტი, აღჭურვილი საერთაშორისო მედია სტანდარტებით, შეძლებს ებრძოლოს ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდას. რაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ შემუშავებული კურსის მიზანია, გავლენა მოახდინოს რეგიონულ მედიაზე პროფესიონალთა გადამზადებით.