ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია

ხათუნა ხაბულიანი; ნიკოლოზ ნადარეიშვილი; ანა დავითაშვილი

პროექტის ავტორები - ხელოვნებათმცოდნეები მაია ციციშვილი და ნინო ჭოღოშვილი არტ რეაქტორის სტუდიაში საუბრობენ პროექტის ისტორიაზე, ფართო საზოგადოებისათვის უცნობ მუზეუმებსა და მათ კოლექციებზე, ქართული დაზგური მხატვრობის რთულსა და სპეციფიურ გზაზე, საკუთარ გადაწყვეტილებაზე განსხვავებული რაკურსით გაეაზრებინათ თემა, რომელსაც წინა თაობების მეცნიერებიც იკვლევდნენ, თუმცა მათ ცენზურის პირობებში უხდებოდათ მუშაობა.

ავტორი: ლევან ლაღიძე

Art Review: ცისანა ბაღდავაძე

ცისანა ბაღდავაძის მხატვრობა ძალიან ემოციური და თავისუფალია, პირდაპირ მხატვრის განწყობებიდან გამომდინარე იქმნება და მუდმივად ცვალებადია. ის არ ცდილობს ერთი სტილი განავითაროს და მასში განსაკუთრებული მნიშვნელობები ჩადოს. გამოფენებზე დამთვალიერებელს ნამუშევრებს წარუდგენს როგორც საკუთარ მოგზაურობებს განზომილებებში, რომლებიც მისთვისაც აღმოჩენებია მრავალფეროვანი განწყობილებებითა და შეგრძნებებით.

ლევან ლაღიძის აბსტრაქტული მხატვრობა შესრულების განსაკუთრებულ მეთოდს ეყრდნობა. მისთვის ფერწერული ნამუშევარი რთული სტრუქტურაა, სადაც ცალ-ცალკე ხდება გრაფიკული კომპონენტებისა და ფერის შრეების ურთიერთობების გააზრება. არტ რეაქტორთან ის საუბრობს ზოგადად მხატვრობაზე, მის პერსონალურ მიდგომასა და იმ შინაარსებზე, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს და სიღრმეშია.

Art Reactor: ლევან ლაღიძე