ხელოვნება მოქმედებაში

ხათუნა ხაბულიანი; ნიკოლოზ ნადარეიშვილი; ანა დავითაშვილი

როგორია არტისტების კრიტიკული რეაქციები და პროტესტის რა ფორმებს ირჩევენ? - დათო კოროშინაძე და ნატუკა ვაწაძე საუბრობენ ქართული არტ აქტივიზმის მაგალითებსა და ადგილობრივი კონტექსტის სირთულეზე, აქტუალური ხელოვნების სტრატეგიებსა და პრაქტიკაზე.

ReActor : Re:Museum

თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში მიმდინარე ცვლილებების ერთ-ერთი აქტუალური თემა ისეთი აკადემიური ინსტიტუციის ბედია, როგორიცაა მუზეუმი და მისი ტრანსფორმაცია დღევანდელ სამყაროში. რა ფუნქციები შეიძლება შეასრულოს დღეს მუზეუმმა, როგორი განახლება უნდა განიცადოს, რომ არ დაკარგოს აუდიტორია? მუზეუმის იდეის არტისტული გააზრება ერთგვარი პასუხის სახით წარმოადგინეს გამოფენის - Re:Museum -ის კურატორებმა და მონაწილეებმა ეროვნულ.

ReActor : კოტე ჯინჭარაძე

კოტე ჯინჭარაძე რთული და მასშტაბური ინსტალაციების ავტორია და პერიოდულად განსხვავებულ ფორმატებსაც მიმართავს. კრიტიკულად გააზრებული პრობლემები მის არტში ზოგჯერ განყენებულია და ადამიანი-სამყაროს ურთიერთობებს ეხება, ზოგჯერ კი ზედმიწევნით კონკრეტული და ყოველდღიურ რეალობას უკავშირდება. მისი პერფორმანსი-აქცია დუმილი თანხმობის ნიშანია („ოფიციალური მოლაპარაკებები“ თევზებთან) რამდენიმე ქალაქში განხორციელდა და მეტაფორულად აღნიშნავდა ბიუროკრატიული ინსტიტუციების ფორმალიზმსა და არაეფექტურობას. მისივე ინიციატივა იყო აქცია „წყლის ნაყვა“, - საპროტესტო გამოსვლა სახელმწიფო ინსტიტუციების უმოქმედობისა და ჩაკეტილობის წინააღმდეგ.