ისტორიული კონტექსტები და ხელოვანები

ხათუნა ხაბულიანი; ნიკოლოზ ნადარეიშვილი; ანა დავითაშვილი

სიუჟეტებში წარმოგიდგენთ გამოფენას, რომლის თავდაპირველი ინსპირაცია ასტრონავტების მოგზაურობიდან წამოვიდა, მოუსმენთ გერმანელ რეჟისორ-დოკუმენტალისტს, რომელიც საქართველოს რეალობას იკვლევს სხვადასხვა სოციალურ სივრცეებში და ქვეყნის მომავლის დანახვას ცდილობს; ასევე გაეცნობით მხატვრის ისტორიას, რომელმაც სხვა მხატვრებთან ერთად ისტორიული მემკვიდრეობის მხატვრული წაკითხვა აჩვენა და მოუსმენთ საუბარს ხელოვნებასა და იდეოლოგიაზე.

Art Review : მთვარის სალონი

ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია, რომლის კურატორი ეკა კურტანიძე იყო, ხოლო ინიციატორი - ჯეიდ დელინგერი. თანამედროვე ხელოვნებაში მუმუშავე ქართველმა არტისტებმა - კონსტანტინე მინდაძემ, მანუჩარ ოქროსცვარიძემ, როკო ირემაშვილმა პროექტ 'მთვარის მუზეუმის' იდეის მოპასუხე ნამუშევრები წარადგინეს. ნამუშევართა უმეტესობა ეხმაურება მინიმალისტური და კონცეპტუალური ხელოვნების გამოცდილებებს, - უფრო კონკრეტულად კი, - ონ კავარასეულ კონტექსტს დროის პირობითობასთან მიმართებაში და რიჩარდ სერას მასშტაბური მეტალის კონსტრუქციებით სივრცის დიფერენცირებას. ექსპოზიციამ ძალიან დახვეწილად წარმოადგინა ნამუშევრებისა და სივრცის ურთიერთობა.

  

Art ReView: ვოლგა - სალონი

Art Review: ვოლგა - სალონი ვოლგა - სალონი ქროსმედიური პროექტია, რომლის ცენტრული ღერძიც გერმანელი კინორეჟსორის - შტეფან ტოლცის დოკუმენტური კინოა. ფილმი - 'სრული სვლით დასავლეთისკენ' გვთავაზობს ბოლო წლების ქართული პოლიტიკური რეალობის რეტროსპექტივას. Road Movie-ს ფორმატში რეჟისორი ინარჩუნებს ობიექტურობას და გვთავაზობს განსხვავებულ მოსაზრებებს პოლიტიკოსებისაგან და პოლიტიკაზე. ფილმის და ფილმთან ასოცირებული აქტივობების შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: volgasalon.ge

ლევან მინდიაშვილი ერთ-ერთი მონაწილე და ინიციატორია გამოფენისა „მემკვიდრეობა" (14.11.2013-24.11.013. თბილისი, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი), რომელმაც ისტორიისა და მეხსიერების არტისტული ხედვები წარმოადგინა. პერსონალურისა და საზოგადოებრივის გადაკვეთები ამ მხატვრის ინტერესის მუდმივი საგანია, რომელსაც ის სხვადასხვა ფორმატებით აჩვენებს, იქნება ეს ფერწერა, შერეული მედია თუ პერფორმანსი. ინტერვიუში ის საუბრობს თავის ბიოგრაფიაზე, ხედვასა და პროექტზე „მემკვიდრეობა."

Art ReView: ლევან მინდიაშვილი "მემკვიდრეობა"