ქართული Art-ის ექსპორტი

ხათუნა ხაბულიანი; ნიკოლოზ ნადარეიშვილი; ანა დავითაშვილი

ადგილობრივი არტის სხვა კონტექსტში წარდგენა კარგად გააზრებულ პრეზენტაციის ფორმას და კურატორულ გათვლებს ითხოვს. პასუხისმგებლობა იზრდება, როცა მიზანია საკუთარი ნამუშევრისა და პროექტის ჩვენებამ ზოგადად ქვეყნის კულტურის ხარისხი აჩვენოს და რაც მთავარია, განსხვავებული არტისტული სივრცეების ინტერესი გამოიწვიოს. არც თუ ისე იშვიათია ფაქტები, როცა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანილი პროექტი მხოლოდ ისტორიულად დაფიქსირებულ მოვლენად რჩება და არანაირი შედეგი არ მოჰყვება.

დღეისთვის მოქმედი ქართველი გალერისტებისა და კურატორებისთვის გაცნობიერებულ ამოცანას შეადგენს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ერთჯერად არტ მოვლენებად არ დარჩებიან და კავშირებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებს მოიტანენ. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და კორდინირებულ მუშაობასთან ერთად კიდევ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებასაც ითხოვს, რაც ჩვენი საკმაოდ რთული სივრცისთვის მარტივად შესასრულებელი არ არის.

ლევან მინდიაშვილი 2013

ვახო ბუღაზე, თბილისი, 2013  

ვილნიუსის სამიტის პარალელურად გამართული ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გალა გალერეამ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგინა ქართველ მხატვართა გამოფენა. ექსპოზიცია მოამზადეს კურატორებმა - დედიკა ბულიამ (გალა გალერეა) და ვატო წერეთელმა (თანამედროვე ხელოვნების ცენტრი -თბილისი). არტ რეაქტორის სტუდიაში ისინი საუბრობენ ვილნიუსის გამოფენასა და ზოგადად ქართული თანამედროვე ხელოვნების პრობლემებსა და შესაძლებლობებზე.

Art ReView: ლევან მინდიაშვილი "მემკვიდრეობა"

Art ReACTOR: ვახო ბუღაძე

"ინკვიზიცია და ა.შ." - ასე ეწოდა ექსპოზიციას, რომელიც ქართველი არტისტის - მიშა შენგელიას ნამუშევრებს წარმოადგენდა გალერეა გამრეკელის საგამოფენო სივრცეში. მხატვარმა მისთვის სახასიათო ღია ბარათების იმიტაციებად აჩვენა ისტორიული ფაქტების, პერსონების, კონცეფტებისა და ტექსტური იარლიყების უცნაური ნაერთები. ნამუშევრების მძაფრი ირონია ამბიციებისა და ძალაუფლებისკენ ლტოლვის მიმართ დახვეწილად ერთიანდება თვითირონიასთან იმ მხატვრისა, რომელიც სამყაროსთან ამ ფორმით ურთიერთობს.