არტი და მედია

ხათუნა ხაბულიანი; ნიკოლოზ ნადარეიშვილი; ანა დავითაშვილი

ძალიან მცირეა ამ სფეროში მომუშავე კვალიფიციური ჟურნალისტების რიცხვი, ხელოვნება არ არის პოპულარული თემა ფართო აუდიტორიისთვის. რა ქმნის ამ პრობლემას - ის, რომ სახელოვნებოპროცესები არ არის საინტერესო, თუ ის არ შექდება ადეკვატურად?

 

რისი მოსმენა სურთ მხატვრებს ან მხატვრული პროექტების ორგანიზატორებს, როცა რომელიმე მედია მათ შესახებ რეპორტაჟს გადასცემს? სავარაუდოდ მათ სურთ ფართო აუდიტორიისათვის გასაგებ ენაზე ნათქვამი კომპეტენტური კომენტარი მოისმინონ, რაც თავად ამავე მედიის ინტერესებშიც არის. სამწუხაროდ ადეკვატური კომენტარები არც ისე ხშირია და მედიაში არტ მოვლენის გაშუქება მხოლოდ არსებული ფაქტის მოხსენიებას ნიშნავს. ცალკეული პროექტები, ბლოგები, ინტერნეტ ტელევიზიების ახალგაზრდული ინიციატივები გარკვეულ პროცესს აჩვენებს, თუმცა ზოგად სურათს მკაფიოდ არ ცვლის და კულტურის TV არხის აუცილებლობაზე უკვე წლების წინ დაწყებული საუბარი აქტუალურობას არ კარგავს. სასურველ ცვლილებას სავარაუდოდ მრავლმხრივი და გრძელვადიანი მედია პროექტების თანმიმდევრული განხორციელება მოიტანს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებთან და კულტურის სფეროშ მომუშავე ჟურნალისტების ტრეინინგებთან ერთად.

ეს არ არის ტრადიციული გალერეა, სადაც დამთვალიერებელი შიგნით შედის, – ეს არის დიდი ვიტრინა, სადაც კომერციული რეკლამის დიზაინისა და მანეკენების ნაცვლად თანამედროვე ხელოვნება გამოიფინება, – ახალგაზრდა, საზოგადოებისთვის უცნობი ქართველი მხატვრებისა და მათი უცხოელი კოლეგების ნამუშევრები. ქალაქის რუტინულ, სარეკლამო ინფორმაციით გადატვირთულ კონტექსტში არტისტული გზავნილების ჩართვა დიდი ქალაქებისთვის მიღებული პრაქტიკაა და საინტერესოა რამდენად ორიგინალური იქნება ამ პრაქტიკის თბილისური ვერსია.

კოტე სულაბერიძე ქართულ არტ სცენაზე ის 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა ლაკონური ფერწერული ნამუშევრებით, რომელთაც თან ერთვოდა სხვადასხვა სახის ინსტრუქციები, ტექსტები. წიგნი, ენციკლოპედია, არქივი, მეხსიერება, პერსონალური ისტორიები - თემებია, რომელთა სრულიად მოულოდნელ ვარიანტები სხვადასხვა მედიებისა და სტილების გამოყენებით იქმნება.წიგნის გაფორმება კოტე სულაბერიძის კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ლიტერატურული მოტივები ღიად თუ ფარულად ყველა მის ნამუშევარს ახასიათებს.