ცხოვრება ფსიქიატრიული კლინიკის შემდეგ

სალომე შიხაშვილი; მარიამ შანშიაშვილი

საქართველოში დღეისთვის ოფიციალურად 100 000-მდე ფსიქიკური აშლილობის მქონე

პირია აღრიცხული, ფსიქიატრიულ სტაციონარში კი მხოლოდ 1200 ადამიანი იმყოფება. ფსიქიატიურლი და ნარკოლოგიური სერვისის დაბალი ხარისხის, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმიუწვდომლობისა და სტიგმის (სირცხვილის გრძნობის) გამო, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ სარგებლობს ამ სერვისებით და დარჩენილია მკურნალობის გარეშე.

რეაბილიტაციის ცენტრი

თბილისში მოქმედი ერთადერთი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდოლოგიური ცენტრი მარგიანის ქუჩაზე მდებარეობს. ცენტრში ამჟამად 40  ბენეფიციარი დადის,  მარიამ გესლაიძე მათ შორის ერთ-ერთია. მარიამს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი წლების წინ დაუდგინეს, მას შემდეგ ფსიქო-სოციალური ცენტრის ბენეფიციარია. 

 

 

 ფსიქიატრიულ კლინიკაში  მკურანლობის სრული კურსის გავლის შემდეგ, პაციენტები ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ცენტრს აკითხავენ, სადაც მათ დაქვეითებული სოციალური უნარ-ჩვევების აღდგენასა და საზოგადოებასთან რეინტეგრაციაში ეხმარებიან. ცენტრში მისულ ბენეფიციარებს ერგოთერაპია (შრომითი თერაპია) და არტთერაპია რეაბილიტაციაში ეხმარებათ. სწავლობენ ხატვას, ძერწვას, კომპიუტერულ პროგრამებსა და ხეზე კვეთას. ბენეფიციარები ცენტრში დილით მიდიან და მთელ დღეს იქ ატარებენ. 

 

 

 

დასაქმება

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორის, არჩილ ბეგიაშვილის განცხადებით, ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა დასაქმებაა. ცენტრის დირექტორი  პრობლემის მოგვარების გზას დასავალურ მიდგომებში ხედავს. მისი თქმით, სახელმწიფო უნდა იყო დაინტერესებული სოციალური საწარმოების გახსნით, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დასაქმდებიან.   ბეგიაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ქართველი დამსაქმებლები  საკუთარი სურვილით იშვიათად ინტერესდებიან შშმპ პირთა დასაქმებით. 

 

ცენტრის ბენეფიციარს მარიამ გესლაიძეს იმედი აქვს, რომ მალე  საჯარო ბიბლიოთეკაში დაიწყებს მუშაობას. ბიბლიოთეკისა და რეაბილიტაციის ცენტრის თანხმობის საფუძველზე ბენეფიციარს ეძლევა შანსი, ერთთვიანი გამოსაცდელი სამუშაო ვადის შემდეგ, ბიბლიოთეკაში დასაქმდეს. 

 

საზოგადოებისა და მედიის დამოკიდებულება

 გარდა დასაქმებისა ბენეფიციარებს მათ მიმართ არსებული დამოკიდებულებაც აწუხებთ, რის გამოც, ისინი ხშირად ერიდებიან საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გამოსვლას. სტიგმის ხელშემწყობი ზოგ შემთხვევაში საზოგადოებაა, ზოგჯერ კი უშუალოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი იზღუდავს ამ საშულებას. 

 საქართველოს ფსიქიკური  ჯანმრთელობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მანანა შარაშიძე საზოგადოების მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არასათანადო ინფორმაციის ფლობასა და არასწორ მიდგომებზე საუბრობს: ,,არატოლერანტული საზოგადეობა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების საავადმყოფოებში ჩაკეტვას ითხოვს, რაც მათ მიმართ შიშითაა გამოწვეული. მე-20 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მედია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს ხშირად კრიმინალს უკავშირებდა, თუმცა, გამოძიების შემდეგ ირკვეოდა, რომ დამნაშავეები ხშირ შემთხვევაში სულაც არ იყვნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები. 

დასავლურმა საზოგადოებამ ამ არასწორი შიშის დასამარცხებლად სხვადასხვა ღონისძიება გაატარა. ჰოლივუდში გადაიღეს ფილმები: ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა’’,  მე ვარ სემი’‘, ,,ფორესთ გამპი’’, რის შემდეგაც, ეს კლიშე შეცვალა. 

 თუმცა, საზოგადოება უნდა ეცადოს რეალურად შეხედოს ამ საკითხს -  ზოგადად ჯანმრთელთა პოპულაციაში აგრესიულობის კოეფიციენტი უფრო მაღალია, ვიდრე ფსიქიკურად პრობლემების მქონე ადამიანებში. ფსიქიკურად დაავადებულებს შორის აგრესიული ერთ პროცენტზე ნაკლები შეიძლება იყოს, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი მკლურნალობის გარეშე დარჩა. სტატისტიკურად, ჯანმრთელი უფრო ხშირად ჩადის დანაშაულს, ვიდრე ფსიქიკურად დაავდებული. მასმედიას დასავლეთში აქვს ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთან დაკავშირება არაეთიკურ ქცევად ითვლება, ეს სიძულვილის ენაა. 

 

 

 ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი, არჩილ ბეგიაშვილი, შშმპ პირთა მიმართ სტიგმის დამარცხებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე საუბრობს.

 

 

 ცენტრი 1988 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში  ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში ფუნქციონირებდა,  აღნიშნული შენობის გაყიდვის შემდეგ, ბენეფიციარებს ფართთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.  მანანა შარაშიძის ინფორმაციით, ფართის გამოყოფასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან  შეთანმხებას ხელი უკვე მოეწერა. ვინაიდან სახელმწიფოს არ აქვს სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა, ცენტრის ხელმძღვანელებმა დახმარებისთვის დონორებს უნდა მიმართონ. შესამამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ კი ფსიქო-სოციალური ცენტრის  40-მდე ბენეფიციარი კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე შენობაში გადავა. 

 ცენტრის ბენეფიციარების უმეტესობა სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო მათ თვიურად 100-ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. 

ფსიქო-რეაბილიტაციის კომპონენტის დაფინანსება „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამაში 2004 წელს ჩაიწერა და ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარით ფინანსდება, რაც  ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის 1%-ს შეადგენს.  დაფინანასება მხოლოდ 100-150 პაციენტს ჰყოფნის,  ასეთი ცენტრი თბილისის გარდა ქუთაისსა და თელავშია გახსნილი.

 2013 წლის „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განსაზღვრულია 13 725 000 ლარით. 2012 წლის „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ პროგრამის ბიუჯეტის  28% ამბულატორიულ მომსახურებაზე დაიხარჯა, 72 კი - სტაციონარზე. 2013 წლის პროგრამის ბიუჯეტი ჯერჯერობით გაწერილი არ არის და „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.

 სტატისტიკა

როგორც მაანანა შარაშიძე აღნიშნავს, საქართველოში ფსიქიკური აშლილობების ეპიდემილოგიური კვლევა დღემდე არ ჩატარებულა, შესაბამისად რთულია ზუსტ სტატისტიკაზე საუბარი. მისი თქმით, მხოლოდ იმ პირების აღრიცხვაა შესაძლებელი, რომლებიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მიმართავენ.

 საქართველოში ფსიქიკური პრობლემების  მქონე  100 ათასამდე პირია რეგისტრირებული. დაფინანასება, რომელიც ფსიქო-სოციალური ცენტრებისთვის არის გამოყოფილი თბილისში, ქუთაისსსა და თელავში, მხოლოდ 100-150 პაციენტს ჰყოფნის. 

 საქართველოში დაახლოებით 15 000 ადამიანს  ესაჭიროება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, მაგრამ ამ სერვისით დღეს დაახლოებით 100 ადამიანი სარგებლობს.