პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობდა

ანა დავითაშვილი; თათა ჩიკვილაძე

აქციაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და სტუდენტების ის ნაწილი შეიკრიბა, რომლებმაც შეხვედრაზე დასწრება ვერ მოახერხეს. მათი თქმით, ისინი მიზანმიმართულად დაბლოკა პრეზიდენტისა და უნივერისტეტის ადმინისტრაციამ, რათა მიხეილ სააკაშვილისთვის თავიდან აეცილებინათ არასასურველ კითხვებზე პასუხის გაცემა.

პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა დარბაზში მყოფმა რამდენიმე სტუდენტმა, რომელთა განცხადებითაც, მათთვის მიუღებელი იყო შეხვედრის მსგავსი ფორმა, რომლის დროსაც პრეზიდენტმა კრიტიკულად განწყობილ ახალგაზრდებს "ჩეგევარები" უწოდა და დარბაზის დატოვების გადაწყვეტილება მოუწონა.

მიხეილ სააკაშვილი დარბაზში შენობის უკანა შესასვლელიდან შევიდა და იმავე გზით დატოვა უნივერსიტეტი. 

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.