ჯავახეთში მორწმუნეები წმინდა ნინოს გზის გასავლელად შეიკრიბნენ

ნათია ლოხიშვილი; გიორგი სიხარულიძე

მსვლელობაში მონაწილეობას ქართველებთან ერთად ორი ამერიკელი იღებს, რომლებსაც გულზე წმინდა ნინოს ჯვარი აქვთ ჩამოკიდებული და ქართულ საგალობლებს გალობენ.  

 

მეთიუ რეფონდი წარმოშობით ამერიკელია და ალასკას შტატში ცხოვრობს. იგი საქართველოში მეგობართან ერთად ჩამოვიდა წმინდა ნინოს გზის გასავლელად. სკოლა, რომლის წევრიც არის მეთიუ 2011 წელს საქართველოს სტუმრობდა ნიქოზის მეუფის, ისაიას ინიციატივით. სწორედ მაშინ მოიხიბლნენ საქართველოს ბუნებით, სტუმართმოყვარეობითა და განსაკუთრებით ფოლკლორით. გადაწყვიტეს დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში სადაც ყოფნა “ წმინდა ნაკადულიდან წყლის დალევას ჰგავს.”