ძველი თბილისის სადარბაზოები (ნაწილი 1)

სალომე შიხაშვილი; მაგდა წიკლაური

იმ პერიოდში მომძლავრებული ქართველი ვაჭრები და მეწარმეები მდიდრულად გაწყობილ სახლებს აშენებდნენ. არქიტექტორები ერასტი ჭავჭავაძეს უცხოეთიდან საგანგებოდ მოუწვევია. როგორც ვარაუდობენ, სახლის სადარბაზო ფლორენციელ ოსტატებს მოუხატავთ.
სადარბაზოს კედელზე შემორჩენილია ვეფხისტყაოსნის სცენა "ნახეს უცხო მოყმე ვინმე," ჭერი სადად არის მოხატული ანგელოზებით, ყვავილწნულებითა და გირლანდებით. ინტერიერის ერთ-ერთ პლაფონში დღემდეა შემორჩენილი სახლის მფლობელის ინიციალები რუსულ ენაზე - Е.Ч.
1927 წელს ოჯახს სახლი კომუნისტებმა ჩამოართვეს. მიზეზი ის გახლდათ, რომ იმ წელს სახურავი არ შეუღებავთ. კომუნალურ ბინად აქციეს, ოთახ-ოთახად დაარიგეს. ჭავჭანიძეებს 30 ოთახიდან მხოლოდ ერთი მისცეს. მოგვიანებით რამდენიმე ოთახი ერასტი ჭავჭანიძის შვილთაშვილმა (თამარ ჭავჭანიძის შვილმა) გამოისყიდა და დღეს ქალბატონი თამარი მეუღლესთან ერთად სწორედ ამ სახლში ცხოვრობს. 
ჩვენთან საუბისას ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, რომ სახლი ევროპული მოდერნის ქართულ კატალოგშია შეტანილი, თუმცა კედლის მხატვრობა თანდათან იცრიცება და შენობა სათანადო ყურადღებასა და აღდგენას საჭიროებს.