3 პროცენტით მეტი

თათია შაიშმელაშვილი

ყველაზე აქტიური ამომრჩეველი რაჭა-ლეჩხუმში იყო, საარჩევნო უბანზე 53.4% მივიდა, ყველაზე დაბალი კი, შიდა ქართლში, სადაც ხმა მხოლოდ ამომრჩეველთა 31.5% მისცა. თბილისში ამომრჩეველთა 34.7% გამოცხადდა საარჩევნო უბანზე.

ცესკოს პრეს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 2014 წლის არჩევნებთან შედარებით 3 %-ით მოიმატა.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველი 4 წლის ვადით 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევს.