ფიზიკური დაპირისპირება მარნეულში

ნანიკო სისვაძე; თათია შაიშმელაშვილი

მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია “ევროპული საქართველოს” აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას პარტია “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ მამყულიევი ინციდენტის ადგილიდან ავრცელებს. ადგილზე ჩავიდნენ “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია და უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია. ისინი არსებული ვითარების გარკვევას ცდილობენ. ახმედ იმამყულიევი კი დაზარალებულ აქტივისთან ერთად პოლიციის განყოფილებაში მისვლასა და საჩივრის დაწერას გეგმავს.