15 წუთიანი შეფერხება

თათია შაიშმელაშვილი

როგორც კომიისის თავმჯდომარე აცხადებდა, კომისიის წევრი მარიამ დარბაიძე სიაში არ იყო შეყვანილი. ადგილზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მივიდა და სიები გადაამოწმა, სადაც მარიამ დარბაიძე კომისიის სიაში ნამდვილად აღმოჩნდა. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას მხოლოდ ერთი თვის წინანდელი სია ჰქონდა ნანახი. განახლებული სიები კი საარჩევნო უბნებზე გუშინ გადაიგზავნა. იგივეს ადასტურებს “ევროპული საქართველოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების თანამშრომელი, მაკა ჟვანიაც. საარჩევნო უბანზე "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი საბოლოოდ დაუშვეს. “ადგილი ჰქოდა გაურკვველობას. ამ დროისათვის ხმის მიცემის პროცედურა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,”- განაცხადა ჟვანიამ. ამ ინციდენტის გამო, ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბანზე 15 წუთით შეფერხდა.