შეთანხმება პარაფირებულია

ელენე მახარობლიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მაია ფანჯიკიძემ და ქეთრინ ეშთონმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებასაც - ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს ჩართვის შესახებ. შეთანხმების ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. სავარაოდოდ, ტექსტი მომავალ

კვირას გასაჯაროვდება. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირს მიღწეული წარმატება მიულოცა. ,,ევროკავშირის მისიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს სტაბილურობის საქმეში“- განაცხადა მარგველაშვილმა ვილნიუსში პარაფირების საზეიმო ცერემონიალზე.